კომპანიის შესახებ

კომპანია აიტექნიკსი ქართულ ბაზარზე 2011 წლის 5 აგვისტოდან ეწევა ბიზნეს საქმიანობას და საქართველოში Apple-ის პროდუქციისა და აქსესუარების რეალიზატორ კომპანიათა შორის ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. ამჟამად მომხმარებლებს ემსახურება მთავარ სავაჭრო ქუჩებზე განთავსებული iTechnics-ის ხუთი მაღაზია. ჩვენს ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ Apple-ის პროდუქციის სრული ასორტიმენტი, ასევე სხვა ინოვაციური ტექნიკა საუკეთესო საგარანტიო პირობებით, დაზღვევით, ყველა საჭირო  აქსესუარითა და პროგრამული უზრუნველყოფით. 

iTechnics-ის მაღაზიებს, რომლებიც წარმოდგენილია თბილისსა და ბათუმში, ემსახურება 3 სერვის ცენტრი, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ტექნიკური მომსახურება. კომპანია აიტექნიკმა დაარსებიდან მოკლე დროში შეძლო გამხდარიყო მოწინავე კომპანია Apple-ის ტექნიკის სფეროში. iTechnics-ი განვითარების ყველა ეტაპზე ორიენტირებული იყო მომხმარებელზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნაზე, რომელიც განაპირობებს მომხმარებელთან გრძელვადიან ურთიერთობას. 

კომპანია „აიტექნიკსი“ დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ საქმიანობაში. ჩვენ ყოველწლიურად ვმონაწილეობთ გამწვანების, დასუფთავებისა და გარემოსდაცვით სხვა აქტივობებში. ვფიქრობთ, ყველა კომპანიას გააჩნია თავისი წილი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.

ვინაიდან „აიტექნიკსის“ მთავარი ორიენტირი მომსახურების  ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ახალი პროდუქციისა თუ მიმდინარე სიახლეების შესახებ.  კომპანია პერიოდულად ატარებს კონფერენციებს, პრეზენტაციებსა და ივენთებს კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. 

სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2015 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვლევის შედეგად,  „აიტექნიკსი“ ქართულ ბაზარზე კომპანიათა საუკეთესო ათეულში მოხვდა. ამავე წელს, iTechnics, როგორც მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მქონე ორგანიზაცია, დაჯილდოვდა INTERNATIONAL ARCH OF AWARD-ის მიერ. კომპანია დინამიკურ რეჟიმში განაგრძობს განვითარებასა და მოწინავე პოზიციების შენარჩუნებას ბაზარზე.