iOS 11 ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციული სისტემა

მსოფლიო გიგანტები სმარტფონების ბაზარზე უკვე დიდი ხანია ეჯიბრებიან ერთმანესs იმაში თუ რომელი კომპანიის მოწყობილობები გადადიან განახლებბულ ოპერაციულ სისტემაზე (მაგალითად iOS & Android) უფრო სწრაფად. რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს  iOS 11-ის ოპერაციულ სისტემაზე, 22 აპრილის მონაცემებით მოწყობილობების 76% გადავიდა, რაზეც Apple-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მეტყველებს.

iPhone & iPad-ის  19%-ი კვლავ iOS 10-ზე რჩება, ხოლო 5% სხვა უფრო ძველ ვერსიებს იყენებენ. მაგალითად iOS 9, რომლიდან ზევით ასვლასაც მოხუცი მოწყობილობებისთვის შეუძლებელია, მაგრამ iPhone-ს ჯერ კიდევ შეუძლია მუშაობა.

iOS 11-ზე გადასვლის პროცესი, საბოლოოდ განახლებებიდან გამომდინარე საგრძნობლად დაჩქარდა, რადგან კომპანიამ ყველა არსებული ხარვეზი გამოასწორა, დაამატა ფუნქციები და iOS მოწყობილობები გახადა უფრო ენერგოეფექტური.

რაც შეეხება კომპანია Google-ის ოპერაციულ სისტემას Android-ს, მის შესახებ ბევრს არ ვისაუბრებთ, უბრალოდ გეტყვით, რომ 16 აპრილის მონაცემებით Android-ის ბოლო ვერსიაზე მხოლოდ 4.6 პროცენტი ფიქსირდება, დანარჩენი მოწყობილობები კი კვლავ ძველ — 2014, 2015, 2016 წელს გამოსული საოპერაციო სისტემებზე რჩებიან