Apple WWDC 2018 შეჯამება

Apple WWDC 2018 შეჯამება

4 ივნისს ჩვენი დროით 21:00 საათზე გაიმართა WWDC 2018 რომლის დროსაც წარმოადგინეს მხოლოდ პროგრამული განახლებები iOS 12, watchOS 5, tvOS 12 და macOS Mojave.
აღნიშნული სისტემების პირველი ბეტა ვერსიები უკვე ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად.

iOS 12-ს ყველა დიდი ინტერესით ელოდებოდა და ამ განახლებამ თავისი სათქმელი თქვა.
განახლებამ მოიცვა არამარტო ვიზუალური ინტერფეისი, არამედ მრავალი სისტემური ობტიმიზაცია და პროგრამული სიახლე.
განახლება მოიცავდა ARKit 2.0, Siri-ს სწრაფი ბრძანებებს, ფოტო-ს ხელოვნური ინტელექტის განახლებულ ვერსიას და აქტიურობის კონტროლის ახალ მექანიზმს რომელსაც დიდი ხანია ველოდებოდით ყველანი ერთად. 
აქტივობის კონტროლის მექანიზმის მეშვეობით უკვე შესაძლებელია ვაკონტროლოთ თუ რამდენ დროს ვატარებთ აპლიკაციებში და ამავე აპლიკაციის მეშვეობით შევუზღუდოთ ბავშვებს წვდომა სხვადასხვა აპლიკაციებთან და ასევე განვუსაზღვროთ მათ დრო.

MacOS Mojave -მ მიიღო მნიშვნელოვანი განახლება, რაც შეეხეო პირველ რიგში მის ვიზუალურ მხარეს, უკვე ხელმისაწვდომია შავი ფერის სისტემა რომელსაც ასე დიდი ხანია ველოდებოდით ყველა ერთად. ასევე AppStore-ი არ დარჩენიათ ყურადრების გარეშე მან მიიღო iOS 11-ის ვიზუალი და მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი. 

WatchOS 5 - განახლდა ფიზიკური აქტივობის ავტომატური და დამოუკიდებელი საზომი, ასევე ფიზიკური ვარჯიშების რაოდენობაც გაიზარდა. 12 სახის ვარჯიშს დაემატა იოგა და ქვეითი ტურიზმი.  სიახლე რომელიც ასევე არანაკლებ საინტერესო იყო გახლავთ Walkie-Talkie - რაც გულისხმობს ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნას და მიღებას მომენტალურად.

tvOS 12 - უვე აღჭურვილია Dolby Atmos და  Dolby Vision სერთიფიკატებით და ფუნქციებით რაც AppleTV-ს ბაზარზე უკონკურენტო მოწყობილობად აყალიბებს, ის არის ერთადერთი ვიდეო-აუდიო კონტენტის გამავრცელებელი მოწყობილობა რომელიც აღჭურვილია აღნიშნული ფუნქციებით და სერთიფიკატებით. 

თქვენ რას ელოდებოდით WWDC  2018-ის პრეზენტაციაზე?