iOS 12 და 10 სიახლე

ჩვენი მოლოდინები გამართლდა :)  უკვე ხელმისაწვდომია iOS 12 სადაც Apple-მა მრავალი სიახლე შემოგვთავაზა. iTechnics-ი გთავაზოთ 10 ყველაზე მნიშვნელოვან განახლებას და სიახლეს 

1. სიჩქარე - Apple-მა iOS 12 ის შემთხვევაში უკვე სწორი მიმართულება მისცა სისტემურ განახლებას და არ დაივიწყეს წინა მოდელები რომელთა სიჩქარე საგრძნობლად გაიზარდა { iPhone 5S და iPhone 6 კამერის გახსნის სიჩქარე 70%, კლავიატურა 50%  და აპლიკაციების გახსნის სიჩქარე 100%}
2. ARKit 2.0 ტექნოლოგია - ვირტუალური რელობის ტექნოლოგია ძალიან სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება ამიტომ Apple-მა კიდევ უფრო ჭკვიანი და სწრაფი ARKit-ი შემოგვთავაზა სადაც უკვე თამაშებზე ობტიმიზირებული და რამოდენიმე მომხმარებელზე მორგებული ტექნოლოგია  შემოგვთავაზა. ეხლა უკვე ჩრდილების რეალისტური გამოსახულებაც გვახარებს. 
3. აპლიკაცია Measure - ARKit 2.0 ის დამსახურებით ეხლა უკვე შეგვიაძლია გავზომოთ ნებისმიერი ზედაპირი თუ ნივთი მაქსიმალური სიზუსტით. მხოლოდ iPhone-ის  კამერა და სისტემაში ჩაშენებული ARKit ტექნოლოგია დაგჭირდებათ.
4. FaceID ორი მომხმარებლით - ისევ მომხმარებლების თხოვნით Apple-მა უკვე დაამატა ორი მომხმარებლის სისტემაში   შენახვის შესაძლებლობა, რაც გვაძლევს საშუალებას უკვე დასკანირებული  2 FaceID შევინახოთ სტანდარტული პაროლის ნაცვლად. 
5. შეტყობინებების დაჯგუფება - iOS 12 ის შემთხვევაში Apple-მა შეცვალა მისი მიდგომა შეტყობინებების მიმართ და ეხლა უკვე სისტემა ავტომატურად დაალაგებს მათ შესაბამისი აპლიკაციების მიხედვით.
6. Screen Time - ეს ფუნქცია უფრო და უფრო ხდება საჭირო თანამედროვე სამყაროში რადგან მომხმარებლები არ გახდნენ დამოკიდებული სმარტფონებზე. ეხლა უკვე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რამდენ დროს ატარებთ თითოეულ აპლიკაციაში ნახოთ სტატისტიკა თუ რამდენჯერ აიღეთ iPhone-ი დღის განმავლობაში ხელში.
7. Do Not Disturb  - კიდევ უფრო ჭკვიანი დამხმარე რომელსაც შეგვიძლია უკვე რამოდენიმე დავალება მივანდოთ: არ შემაწუხოთ 1 საათის განმავლობაში,   მთელი დღის განმავლობაში ან აღნიშნული გეო-პოზიციის შეცვლამდე. მაგალითად თუ თქვენ ხართ შეხვედრაზე ოფისში და არ გინდათ რომ ზარებმა შეგაწუხონ მანამ სანამ არ გახვალთ აღნიშნული შენობიდან, ასეთ შემთხვევაში თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფუნქცია. 
8. ანიმოჯი და მემოჯი - iOS 12 -ში უკვე გვაქვს 4 ახალი ანიმოჯი დინოზავრი, კოალა, ვეფხვი და მოჩვენება გარდა ამისა Apple-მა უკვე ჩვენი სახის სრული მიმიკა და ემოციები  გადაიტანა ანიმირებულ პერსონაჟებზე თუ ადამიანებზე. შეგიძლიათ თამამად დატესტოთ და თქვენი ემოციები კომენტარებში გაგვიზიაროთ :) 
9. კამერა - ყოველ წელს Apple-ი გვთავაზობს კიდევ უფრო დახვეწილ და განახლებულ კამერას, სადაც უკვე პორტრეტულ რეჟიმში სისტემამ კიდევ უფრო დეტალურად ისწავლა ჩვენი სახის და ვარცხნილობის ამოცნობა (მომხმარებლების თხოვნა იყო ესეც) მადლობა Apple-ს
10. ჯგუფური FaceTime ზარები - ჩვენ უკვე შეგვიძლია განვახორციელოთ FaceTime ზარები 32 მომხმარებელთან ერთად რაც რათქმა უნდა სასიხარულო სიახლეა  :)