• აქცია
  • Apple ნებას დართავს დეველოპერებს შექმნან კროს-პლათფორმული აპლიკაციები

    აპლიკაციები ისე იქნება შექმნილი, რომ მათ შეძლონ მუშაობა სენსორულ ეკრანთან, მაუსთან და ტრეკპადთან იმის მიხედვით, რომელ პლათფორმაზე გამოიყენება. ახალი ფუნქციის დამატება იგეგმება iOS 12-ში და macOS 10.14-ში, შემდეგ წელს. თუმცა გრაფიკი შეიძლება შეიცვალოს.

     

    მოსალოდნელია, რომ სიახლის შესახებ ეფლი WWDC 2018-ზე გვამცნობს. დეველოპერებს ექნებათ საკმარისი დრო იმისათვის, რომ შექმნან სრულფასოვანი აპლიკაციები, რომლებიც სხვადასხვა საოპერაციო სისტემებში იმუშავებენ.

    სავარაუდოთ, ახალი SDK ორინტირებული იქნება ძირითადად iOS-ზე და საშუალებას მოგვცემს დავამატოთ Mac-ის მხარდაჭერა, და არა პირიქით.

    Bloomberg-ის ანგარიშში არ არის დაზუსტებული, თავსებადი იქნება, თუ არა ამ ტიპის აპლიკაციები tvOS-თან, ან watchOS-თან. ეს საოპერაციო სისტემები საკმაოდ განსხვავდებიან და სავარაუდოთ მათი მხარდაჭერა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

    ავტორი: Gemug.ge