iTechnics-ის უმთავრეს უპირატესობას პროფესიონალთა გუნდი წარმოადგენს. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და საქმის ერთგული სპეციალისტებით. ისინი ზრუნავენ მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუჯობესებაზე. 

iTechnics-ის საკადრო პოლიტიკის მთავარი მიზანია დაასაქმოს მოტივირებული, ნიჭიერი და პოზიტიური ადამიანები. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული უნარები, ისე პიროვნული ღირებულებები. გვინდა სიამაყით აღვნიშნოთ, რომ წლების წინ ჩვენთან დასაქმებული ახალგაზრდები დღეს წამყვან პოზიციებს იკავებენ და კომპანიის თითოეული წარმატება მათი დიდი დამსახურებაა.

გახდი iTechnics-ის გუნდის ახალი წევრი

ჩვენ არ ვეძებთ 20 წლის ახალგაზრდებს ოცდახუთწლიანი გამოცდილებით, ან ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულ თანამშრომელს, რომელსაც საგნების ტელეპატიურდ გადაადგილება შეუძლია. 

ჩვენთვის მთავარია თქვენი ხასიათის ნაწილი იყოს ღიმილი, მეგობრულობა, კომუნიკაბელურობა, არ გეშინოდეთ სიახლეების და ფიქრობდეთ, რომ ტექნიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში.

„აიტექნიკსში“ გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს.

გადმოგზავნეთ  ჩვენი სააპლიკაციო ფორმა iTechnics-ის ელექტრონულ მისამართზე : vacancy@ITechnic.ge