გარანტია

კომპანია „აიტექნიკსი“ მომხმარებელს სთავაზობს ბაზარზე საუკეთესო საგარანტიო პირობებს. გარანტიის ფარგლებში შეძენილ ტექნიკაზე მოქმედებს ერთწლიანი საერთაშორისო და ადგილობრივი გარანტია: მომხმარებელი მომსახურების მიღებას შეძლებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ არსებულ Apple-ის ოფიციალურ სერვისცენტრებში.

 

დაზღვევა

ტექნიკის შეძენის დროს შესაძლებელია დაზღვევის ერთწლიანი სერვისით სარგებლობა, რაც გულისხმობს თქვენ მიერ შეძენილი ნივთის დაზიანებისა და შეკეთების თანხების ანაზღაურებას. სადაზღვევო თანხა განისაზღვრება შეძენილი ნივთის ღირებულების 6.5%-ით.