iPad იმდენად მრავალმხრივი მოწყობილობაა, რომ მისით ნებისმიერი ამოცანის შესრულება შეგვიძლია, როგორიცაა პროექტზე მუშაობა, ხატვა, გრაფიკული თამაშები თუ სხვა.
ქვემოთ ჩამოვთვალეთ რამდენიმე იმ უთვალავი ფუნქციიდან, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ iPad-ით.
1. შეასრულეთ რთული საქმეები მარტივად
გაუშვით ძლიერი აპლიკაციები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მოწყობილობა მუშაობს თქვენთვის ნაცნობ ძლიერ აპლიკაციებთან, როგორიცაა Adobe Photoshop ან Microsoft Office.
2. გამოიყენეთ რამდენიმე აპი ერთდროულად და იმუშავეთ მათ შორის.
Multitasking ფუნქცია iPad-ით უფრო ინტუიციური და ძლიერია, ვიდრე ოდესმე. შეუფერხებლად იმუშავეთ აპლიკაციებში. გამოიყენეთ Slide Over ან Split View, რომ იმუშაოთ რამდენიმე აპლიკაციასთან ერთდროულად: გადაიტანეთ და ჩამოშალეთ შიგთავსი აპებს შორის ერთი შეხებით. ხოლო iPad Pro-სა და iPad Air-ზე შეგიძლიათ გამოიყენოთ Stage Manager აპლიკაციების ფანჯრების გადაფარვისთვის, დასაწყობად და ზომის შესაცვლელად.
3. შეინახეთ და გააზიარეთ თქვენი პირადი ინფორმაცია და მასალა Files-ით.
შეგიძლიათ მოაწყოთ, გააზიაროთ და მიიღოთ ყველა თქვენი მასალა Files აპლიკაციით. მართეთ რა არის შენახული თქვენს iPad-ზე, iCloud-ში ან ღრუბლოვან სერვისებზე, როგორიცაა Box. ასევე გვაქვს გამარტივებული წვდომა თითის ანაბეჭდიან დაცულ მეხსიერებაზე ან სხვა გარე მოწყობილობებზე შენახულ ფაილებზე.
4. ჩაწერეთ, მონიშნეთ და გახადეთ დაუვიწყარი.
მიიღეთ საოცარი ჩანაწერები Apple Pencil-ით. ეს იქნება გაკვეთილის ჩანაწერი, დღიური თუ სხვა. iPad ყოველთვის მზად არის თქვენი ყველაზე ნათელი იდეების დასაფიქსირებლად. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მარტივად გააზიაროთ და გააცოცხლოთ ისინი.
5. დააკონვერტირეთ თქვენი ხელნაწერი შენიშვნები აკრეფილ ტექსტში.
iPad-ით თქვენი ხელწერა ისეთივე ეფექტურია როგორ კლავიატურაზე აკრეფილი ტექსტი. დაიწყეთ მუშაობა თქვენი ხელნაწერი ჩანაწერით, შემდეგ რამდენიმე შეხებით, დააკოპირეთ და ჩასვით, როგორც აკრეფილი ტექსტი.
6. დახატეთ სრულყოფილი ფორმები ხელით.
დახაზეთ სასურველი ფორმები Apple Pencil-ის მეშვეობით და უყურეთ, როგორ აქცევს მათ იდეალურ ფორმებად Shape Recognation ფუნქცია.
7. დახატეთ შედევრი Apple Pencil-ით.
დახრისა და ზეწოლის მგრძნობელობით, შეუმჩნეველი დაყოვნებითა და პიქსელებით სრულყოფილი სიზუსტით, Apple Pencil არის საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ, ცარიელი გვერდი გადააქციოთ ხელოვნების შთამაგონებელ ნიმუშად.
8. გადაიღეთ ფოტო, ფილმი და დაასკანირეთ დოკუმენტი
ყველა ქმედება ერთ მოწყობილობაზე – გადაიღეთ ფოტო ან ვიდეო და დაუყონებლივ დაარედაქტირეთ. გადაიღეთ სრულყოფილი კადრი და გახადეთ ის საკუთარი, ჩაშენებული ან გადმოწერილი რედაქტირების აპლიკაციების საშუალებით. iPad აადვილებს ფოტოების და ვიდეოების რედაქტირებას და გაზიარებას.
9. საუკეთესო პლატფორმა AR-ისთვის.
მოწინავე კამერები, მოძრაობის სენსორი და დიდი ეკრანი iPad-ს გაძლიერებული რეალობის საუკეთესო მოწყობილობად აქცევს. მათი საშუალებით გარშემო არსებულ ფიზიკურ სივრცეს ემატება ერთი ციფრული ფენა, რაც შეიძლება იყოს ანიმაცია, 3D მოდელი, ან სურათების, ხმისა და ვიდეოს ნებისმიერი კომბინაცია. საბოლოოდ კი სმარტფონის კამერის საშუალებით ხედავთ ვირტუალური და რეალური სამყაროს კომბინაციას. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ, უყუროთ და ითამაშოთ ვირტუალური და ბუნებრივი გარემოში ერთდროულად.
10. შექმენით მუსიკა ან ჩაწერეთ პოდკასტი.
iPad-ის აუდიო აპლიკაციები დაგეხმარებათ ისწავლოთ, ივარჯიშოთ, ჩაწეროთ და შექმნათ მარტივად თქვენთვის სასურველი მელოდია. ასე რომ გამოუშვით მუსიკალური ალბომი, დაიწყეთ პოდკასტი, ან შეუერთეთ მუსიკალური ინსტრუმენტი თქვენ მოწყობილობას.
თქვენთვის სასურველი iPad-ის მოდელის შეძენა შესაძლებელია საქართველში Apple-ის ოფიციალურ წარმომადგენელ მაღაზიათა ქსელ iTechnics-ში.