10 მიზეზი თუ რატომ iPhone

1. ბევრად სწრაფი

 

თუ ახალი iPhone-ის შეძენას გადაწყვეტთ იცოდეთ, რომ A16 Bionic ჩიპი ყველა სხვა მოწყობილობას აჯობებს. 

A16 Bionic-ის 4 ნანომეტრიან ჩიპს შეუძლია შეასრულოს 17 ტრილიონი ოპერაცია წამში, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია სმაფრტფონისთვის.

უახლეს iPhone-ებს შეუძლიათ ვიდეოს უფრო სწრაფად დამუშავება ჩვენს რედაქტირების ტესტში, რაშიც iPhone 14 Pro-ს მხოლოდ 39 წამი სჭირდება, ვიდრე სხვა მოწყობილობას.

 

 

2. გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფა

 

წლების განმავლობაში, უამრავი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორი უპირატესობა აქვს Apple-ს ფუნქციების ფლობაში, რაც ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული რამ, რისი მიღწევაც მხოლოდ Apple-ს შეუძლია. მაგალითად ყველაზე დაცული ოპერაციული სისტემა სმარტფონებში, Face ID, რომელიც უსაფრთხოდ შეგყავთ iPhone-ში თქვენი სახის 3D სკანირების მეშვეობით რის შემდეგაც შეგიძლიათ უსაფრთხო ავტენტიფიკაცია.

 

 

3. ოპერაციული სისტემის განახლება გამოშვებისას

 

თუ თქვენ ფლობთ ბოლო ოპერაციულ სისტემასთან თავსებად iPhone-ს, შეგიძლიათ განაახლოთ iOS-ის უახლესი ვერსია მისი გამოშვების დღეს (ან მასთან ახლოს, იმის და მიხედვით, თუ როგორ გაუძლებს Apple-ის სერვერები დატვირთვას). ეს დინამიკა კი მალე არ შეიცვლება. განახლებები შეძენილ სმარტფონზე მინიმუმ 3 წლის მანძილზე მოდის, რაც სისტემის ხანგრძლივი ვადით, სწრაფად და უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს.

 

 

4. ინტეგრაცია Apple-ის ეკოსისტემაში

 

iPhone მარტივად უკავშირდება Apple-ის სხვა მოწყობილობებს და უსწრაფესად გადაცემს ან იღებს მათგან სხვადასხვა სახის ინფორმაციას, იქნება ეს ფოტო, ვიდეო თუ სხვა.

Apple-ის ეკოსისტემა ასევე საშუალებას გაძლევთ სინქრონიზაცია მოახდინოთ თქვენი შეტყობინებებისა და ზარების სხვადასხვა მოწყობილობებზე, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გქონდეთ წვდომა FaceTime-სა და iMessage-ზე არა მხოლოდ თქვენი iPhone-დან, არამედ Mac-დან და iPad-დანაც, რაც გაადვილებს თქვენ საყვარელ ადამიანებთან კავშირს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მოწყობილობას იყენებთ.

 

 

5. იდეალურად მუშაობს Mac-ებთან

 

Mac-ის მოწყობილობები საკმაოდ კარგად მუშაობენ iPhone-თან. მაგალითად, macOS-ში უწყვეტობის ფუნქციით, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი MacBook ტექსტური შეტყობინებების გასაგზავნად, ზარების მისაღებად და განსახორციელებლად, ამისათვის iPhone-თან ახლოს იქონიეთ.

 

ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი გახლავთ AirDrop, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაიტანოთ ფოტოები და ვიდეოები Wi-Fi-ით თქვენი iPhone-დან MacBook-ზე. macOS-სა და iOS 16-თან ერთად, უწყვეტობის კამერის ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ დაუყონებლივ მიამაგროთ ფოტო დოკუმენტს, ფოსტას ან ჩანაწერს.

 

iCloud-ის წყალობით, რომელიც ყველაფერს სინქრონულად ინახავს, თქვენ ასევე გაქვთ მარტივი წვდომა თქვენს Mac-ზე, iPhone-ით გადაღებულ ფოტოებზე, ასევე თქვენს მიერ შექმნილ ნებისმიერ ჩანაწერსა თუ დოკუმენტზე.

 

 

6. Apple Pay

 

Apple Pay ყველაზე პოპულარული მეთოდი გახლავთ მობილური გადახდების განსახორციელებლად. რაც ძალიან მარტივია გამოსაყენებლად: საკმარისია iPhone მიიტანოთ გადახდის ტერმინალთან და შემდეგ დააჭიროთ თითი თქვენი სმარტფონის Touch ID სენსორზე, ან გადაიხადოთ Face ID-ის საშუალებით.

 

 

7. საიმედოობა და გამძლეობა

 

iPhone-ის კორპუსი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მეტალისა და შუშისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

iPhone-ის მოდელები ხანგრძლივი დროის მანძილზე ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, რაც გულისმობს მის გამართულად მუშაობას მინიმუმ 5-6 წლის განმავლობაში.

 

 

8. უსაფრთხოება

 

iPhone-ს აქვს სმარტფონებს შორის ყველაზე დაცული ოპერაციული სისტემა – iOS, სადაც თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალობა გარანტირებულად დაცულია. Apple-სთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი სწორედ მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაა. ამის მაგალითია თუნდაც ის რომ Face ID მონაცემები დაშიფრულია და ინახება M2 ჩიპის უსაფრთხო ანკლავში. ავთენტიფიკაცია ხდება მოწყობილობაზე, ხოლო თქვენი მონაცემები არ ინახება ონლაინ, არ იგზავნება Apple სერვერებზე და აპლიკაციებისთვისაც მიუწვდომელია.

 

 

9. პერსონალური ინფორმაციის დაცულობა

 

iPhone-ს აქვს სმარტფონებს შორის ყველაზე დაცული ოპერაციული სისტემა – iOS, სადაც თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალობა გარანტირებულად დაცულია. Apple-სთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი სწორედ მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაა. ამის მაგალითია თუნდაც ის რომ Face ID მონაცემები დაშიფრულია და ინახება M2 ჩიპის უსაფრთხო ანკლავში. ავთენტიფიკაცია ხდება მოწყობილობაზე, ხოლო თქვენი მონაცემები არ ინახება ონლაინ, არ იგზავნება Apple სერვერებზე და აპლიკაციებისთვისაც მიუწვდომელია.

 

 

10. საუკეთესო Support

 

როდესაც Android ტელეფონთან გაქვთ პრობლემა, შეგიძლიათ სცადოთ გამოსავლის პოვნა ონლაინ ფორუმებზე ან დარეკოთ თქვენს ოპერატორთან. მაგრამ iPhone-ით შეძლებთ შეეხოთ Apple-ის ვებსაიტზე დამხმარე სტატიების ფართო მონაცემთა ბაზას, მიიღოთ დახმარება პირდაპირი ჩათის საშუალებით ან ჩანიშნოთ შეხვედრა Apple Store Genius Bar-ში.

 

აგრეთვე აიტექნიკსის სერვისებში შედის სხვადასხვა ტიპის ტექნიკური და პროგრამული მომსახურება, რომელთა შეკვეთა შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებგვერდზე, ასევე პირდაპირ ფიზიკურ ლოკაციებზე.