დიზაინის, სისტემის, სისწრაფისა და ფუნქციური თვალსაზრისით, Apple-მა ინდუსტრიაში, დიდი ხანია, გადატრიალება მოახდინა და iPad-ების სახით, უამრავ სკოლის მოსწავლეს, სტუდენტს თუ უბრალოდ, შემოქმედებითი აზროვნების მქონე ადამიანებს სიმარტივისა და მრავალფუნქციურობის ახალი განსაზღვრება შესთავაზა.
ცოტა თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ეს მულტიფუნქციური მოწყობილობა კომფორტის განცდას არ გაუჩენს, მაშინ, როცა ის შეგიძლია სწავლისთვის, საკითხავად, ციფრულ დღიურად, სახატავად და გასართობად ერთდროლად გამოიყენო; მოარგო აქსესუარები როგორიცაა Apple Pencil, Smart Keyboard და პატარა, კომპაქტური iPad-ი კიდევ უფრო მძლავრ მოწყობილად აქციო, რომელსაც დიდ საქმეებსაც კი მიანდობ.
iPad-ებს სულ მცირე ერთი ფუნქცია მაინც აქვს ისეთი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დაუზოგავს დროს, ენერგიას და ყოველდღიურ ქაოსურ ცხოვრებას თითის ერთი “ასქროლვითა” და “ჩასქროლვით” დაულაგებს. თუმცა, სანამ მისთვის ბიუჯეტს გამოჰყოფ, ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვრო, რა ტიპის საქმისთვის გსურს მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.
მოკლედ, გიზიარებთ იმ მთავარ ფაქტორებს, რაზეც დაფიქრება ნამდვილად აუცილებელია.
მოარგე ბიუჯეტს
Apple ქმნის iPad-ებს, რომლებიც ფუნქციურად, ვიზუალურად, პროცესორის სიმძლავრითა და ზომით განსხვავდება. და რა თქმა უნდა ღირებულებითაც. Მისი შერჩევისას, პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმის განსაზღვრაა, თუ რა თანხის დახარჯვა გსურს მასში.
რისთვის გჭირდება?
დაფიქრდი, სწავლის თუ სამუშაო პროცესში, ძირითადად, რა ტიპის დავალების შესასრულებლად აპირებ მის გამოყენებას? – ტექსტის საკითხავად, ჩანაწერების გასაკეთებლად, სხვადასხვა საიტების გამოსაყენებლად, თუ უფრო რთული ამოცანებისთვის, როგორიცაა მულტიმედიური პროდუქტების რედაქტირება და კოდირება?
ეკრანის ზომა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, iPad-ები განსხვავდება ეკრანის ზომითაც. ხელმისაწვდომია, Როგორც კომპაქტური iPad mini, ასევე, უფრო დიდი, iPad Pro მოდელები. დიდი ეკრანი კომფორტულია კითხვისა და ერთდროულად, ბევრი დავალების შესასრულებლად, მაგრამ გაითვალისწინე, შესაძლოა, ასეთი მოდელები ნაკლებად პორტატული აღმოჩნდეს.
Performance
თუ iPad-ი ისეთი აპლიკაციების გამოსაყენებლად გჭირდება, რომელიც მეტ რესურსს იყენებს და დიდი მეხსიერება სჭირდება, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი ან საინჟინრო პროგრამული უზრუნველყოფა, უპირობოდ, ძლიერი პროცესორის მქონე iPad Pro-ზე ღირს დაფიქრება.
Apple Pencil-ის თავსებადობა
ყველა iPad–ს არა აქვს Apple Pencil–ის მხარდაჭერა. თუ ერთ-ერთი ხარ, ვისაც ხელნაწერი ჩანაწერების კეთება ძალიან სიამოვნებს, ან შემოქმედებითი აქტივობებით გინდა დაკავდე (ხაზვა, ხატვა), iPad-ი, რომელიც თავსებადია Apple Pencil-თან, ზუსტად ის არის, რაც გჭირდება.
Მეხსიერება
განსაზღვრე, ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად, რამდენად დიდი მეხსიერება დასჭირდება შენს iPad-ს. თუ ფიქრობ, რომ მასში უამრავ დოკუმენტს, ფოტო/ვიდეოს შეინახავ, დიდი მეხსიერების მქონე მოდელი დაგჭირდება, როგორიცაა iPad Pro. მისი მეხსიერების დისკზე შეგიძლია შეინახო 200,000 ფოტო ან 120 საათიანი HD ვიდეო ჩანაწერები 1TB მეხსიერების მქონე მოდელზე, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა iPad Pro მოდელებზე, Ხოლო მაქსიმალური, 2TB მეხსიერება iPad Pro (2021)-ზე.
ინტერნტთან კავშირი
თუ ინტერნეტის გარეშე გადაადგილება ვერ წარმოგიდგენია, Შეარჩიე ისეთი iPad-ი, რომელიც მხოლოდ Wi-Fi-ზე არ იმუშავებს და ექნება Cellular Data მხარდაჭერა. გაითვალისწინე, რომ ასეთი მოდელები შედარებით მაღალბიუჯეტრია.
კლავიატურის თავსებადობა
თუ სკოლაში, უნივერსიტეტში ან ზოგადად, სწავლის/მუშაობის პროცესში ბევრი ისეთი დავალების შესრულება გიწევს, რომელიც უმეტესად წერასა და ტექსტის აკრეფას მოიცავს, შენი ფინანსები Apple-ის Smart Keyboard-ის ან Magic Keyboard-ის შეძენისთვისაც უნდა გამოყო, ან შეარჩიო ისეთი iPad-ის მოდელი, რომელიც თავსებადია სხვა ბრენდის კლავიატურებთან.
ოპერაციული სისტემა
Შეამოწმე, აქვს თუ არა შენ მიერ შერჩეული iPad-ის მოდელს, Apple-ის ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსიის მხარდაჭრა, რადგან ძველი მოდელები შესაძლოა, სისტემურ განახლებებს აღარ ღებულობენ.
ელემენტის ხანგრძლივობა
თუ იცი, რომ დიდი ხნის განმავლობაში, დამუხტვის გარეშე მოგიწევს iPad-ის გამოიყენება, არჩევანი ისეთ მოდელზე შეაჩერე, რომელსაც ძლიერი ელემენტი ექნება, როგორებიცაა, მაგალითად, iPad Pro მოდელები, რომლებიც დაახლოებით 13 საათი მუშაობს უწყვეტად.
Პორტაბელურობა
თუ ფიქრობ, რომ iPad-ის ტარება სასწავლებელში ან ბევრ სხვადასხვა ადგილას ხშირად მოგიწევს, შენთვის ყველაზე პრაქტიკული, მსუბუქი და კომპაქტური მოდელი უნდა შეარჩიო, როგორიცაა, მაგალითად iPad Mini.
Სამომავლო ინვესტიცია
იფიქრე იმაზე, თუ რამდენ ხანს გსურს iPad-მა სამსახური გაგიწიოს. ზოგადად, ახალი მოდელების სიცოცხლისუნარიანობა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებისა და საერთო Performance-ის თვალსაზრისით, უფრო ხანგრძლივია.
მოდი, შევაჯამოთ:
Ზოგადი, მარტივი სასწავლო ამოცანებისთის (ჩანიშვნა, ვებ-გვერდების გამოყენება, ელექტრონული წიგნები): iPad (სტანდარტული), iPad mini
დატვირთული სასწავლო/სამუშაო პროცესისთვის (ერთდროულად ბევრი დავალება, ფოტო/ვიდეო რედაქტირება): iPad Air, iPad Pro.
კრეატიული და პროფესიონალური გამოყენებისთვის (გრაფიკული დიზაინი, ციფრული ნახატები, ფოტო/ვიდეო რედაქტირება, მუსიკის შექმნა, წერა, Storyboarding და ანიმაცია, 3D მოდელირება, Augmented Reality (AR) და Virtual Reality (VR) ) – iPad Pro.
iPad-ის პორტაბელურობა და მრავალფეროვნება მას შესანიშნავ მოწყობილობად აქცევს კრეატიულ პროექტებზე მუშაობისას და ამარტივებს თანამშრომლობის პროცესს. იქნება ეს სკეტჩების გაზიარება, იდეების შეგროვება თუ მიმოხილვა. ასევე, ის iOS ეკოსისტემის ნაწილია, რაც ნიშნავს, რომ შეუძლია შეუფერხებლად ინტეგრირდეს Apple-ის სხვა მოწყობილობებთან, როგორიცაა iPhone-ები და MacBook-ები.
თანამედროვე სწრაფ სამყაროში ტექნოლოგია გადამწყვეტ როლს თამაშობს კომფორტული სასწავლო თუ სამუშაო გარემოს შექმნასა და გაუმჯობესებაში. გვიჩენს განცდას, რომ უსაზღვროდ თავისუფლები ვართ და ჩვენთვის ყველაფერი ხელმისაწვდომია, ეს კი, თავის მხრივ, ჩვენი მოტივაციის ხარისხზეც დადებითად აისახება.
შეარჩიე სასურველი iPad-ი iTechnics-ში და გახადე შენი ყოველდღიურობა მარტივად მრავალფეროვანი.
ტექნიკა უკეთესი ცხოვრებისთვის!