4 საჭირო ნივთი ზაფხულისთვის

ზაფხული ყველასათვის საყვარელი სეზონია, რადგან ამ დროს უამრავ თავგადასავალს ვაწყდებით და დროს ძალიან საინტერესოდ ვატარებთ. იმისათვის, რომ დასვენებამ სრულფასოვნად ჩაიაროს მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ის აუცილებელი ნივთები, რომელიც დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგვეხმარება.

 

დღევანდელ ბლოგში მოგიმზადეთ 4 მნიშველოვანი ნივთი, რომელიც დასასვენებლად წასვლისას თან უნდა გქონდეთ.

 

1) პორტატული დინამიკი ყველასათვის საყვარელი აქსესუარი გახლავთ, განსაკუთრებით ზაფხულში, იმისათვის რომ მოვუსმინოთ მუსიკას და დავიმუხტოთ ენერგიით. 

 

მოწყობილობა უნდა იყოს მცირე ზომის, მსუბუქი და მარტივად გამოსაყენებელი, იმისათვის რომ მუდმივად თან იქონიოთ – მთაში თუ ზღვის სანაპიროზე. 

 

 

JBL Clip 4 – დახვეწილი დიზაინის ულტრა-პორტატული და წყალგამძლე Bluetooth დინამიკი, საკმაოდ კარგი ჟღერადობითა და ელემენტის მოცულობით გამოირჩევა.

მოწყობილობა მისი ზომიდან და სიმსუბუქიდან გამომდინარე თან სატარებლად ძალიან მოსახერხებელია. მოყვება საკიდი, რითაც მარტივად დაამაგრებთ ჩანთაზე. ამასთანავე, ზღვის სანაპიროზეც შეძლებთ მის წაღებას, რადგან ის უძლებს წყლის წვეთებსაც.

დინამიკი ერთი სრული დამუხტვით მუშაობს 10 საათის განმავლობაში, ხოლო დასამუხტად სჭირდება 3საათი. ეს კი ნამდვილად გაძლევთ საშუალებას გაატაროთ დრო სასიამოვნოდ.

 

JBL Clip 4 თქვენს დღეებს განსაკუთრებულს გახდის.

 

 

2) პორტატული დამტენი არის ერთ-ერთი აუცილებელი ნივთი მოგზაურობისა და დასვენების დროს. განსაკუთრებით მაშინ თუ ხშირად გიწევთ დროის გარეთ გატარება.

 

გამორჩეული დიზაინის მქონე, კომფორტული და მოსახერხებელი ზომის მქონე მოწყობილობა, რომელიც მცირე ადგილს დაიკავებს თქვენ ჩანთაში, თქვენი ზაფხულის განუყოფელი ნაწილი გახდება. 

ამასთანვე თუ პორტატული დამტენი უძლებს წყლის წვეთებს, მაშინ ის ერთგულ კომპანიონობას გაგიწევთ აუზსა თუ ზღვის სანაპიროზე.

 

სწორედ Joway-ის პორტატული დამტენი არის ის წყალგამძლე, მცირე ზომის, უსადენო და სწრაფი დასამუხტი საშუალება, რომლის საშუალებითაც მიიღებთ 50%-იანი დამუხტვას 30 წუთში. აპარატში მჭიდროდ არის ჩაშენებული მაგნიტი და ერგება თქვენს ტელეფონს. გამოირჩევა მსუბუქი და დახვეწილი დიზაინით. მოწყობილობა თავსებადია როგორც Apple-თან ასევე Android-თან.

Joway-სთან ერთად საშუალება გაქვთ ერთდროულად დამუხტოთ 3 მოწყობილობა, როგორც კაბელით, ასევე უკაბელოდ, რაც მეტად კომფორტულია.

იგი დამზადებულია სპეციალური PC+ABS Fire მასალისგან, რაც ამცირებს  ხანძრის გამომწვევ მიზეზსა და საფრთხეებს. ასევე უძლებს ნაპერწკალსა და წყლის შხეფებს.

 

 

3) სრული კომფორტისთვის კარგი ყურსასმენიც დაგჭირდებათ, რომელიც ყურს არ გატკენთ და მუსიკაც ისე ისმის, რომ თავი ნამდვილად მუსიკალურ შოუზე გეგონებათ.

 

Green-ის ბრენდის უსადენო ყურსასმენი არის დახვეწილი დიზაინის, კომფორტული, ამასთანვე ძლიერი და მკვეთრი ჟღერადობით გამორჩეული აქსესუარი, რომელსაც Bluetooth-ით დაუკავშირებთ თქვენთვის სასურველ  მოწყობილობას.

 

უბრალოდ მოირგეთ Green Wireless Earbuds და უსმინეთ სასურველ მუსიკას რამდენიმე საათის განმავლობაში, ის თქვენს მოგზაურობას ძალიან სასიამოვნოს გახდის.

 

 

4) თავგადასავლების მაძიებელთათვის უმნიშვნელოვანესია მოგზაურობის თითოეული მომენტის აღბეჭდვა.

 

Instax mini გახლავთ დახვეწილი დიზაინით შექმნილი მცირე ზომის აპარატი, ფოტოების ავტომატურად ბეჭდვის ფუნქციით.  ის გაძლევთ შესაძლებლობას აღბეჭდოთ უამრავი დასამახსოვრებელი კადრი და მარტივად შეინახოთ ზაფხულის მოგონებები.

მოწყობილობას მოყვება 10 ფირი, რომლის შეცვლაც შესაძლებელია. აქვს ულამაზესი ფერები, რაც ნამდვილად უხდება ზაფხულის დღეებს. 

გამორჩეული მომენტების განსაკუთრებულად აღსაბეჭდად Instax საკმაოდ მარტივი გამოსავალი გახლავთ. ამასთანავე მომენტალურად დაგიბეჭდავთ გასაოცარ კადრებს უმაღლეს ხარისხში.

აღბეჭდე უნიკალური კადრი ინსტაქსის დახმარებით და გახადე ზაფხული უფრო დასამახსოვრებელი.