1. ფიტნეს მოტივაცია
Apple Watch არის საუკეთესო ფიტნეს მეგობარი. მას აქვს 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვარჯიში, რომელთა მონაცემები შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი სავარჯიშო მიზნის მისაღწევად და გახადოთ აქტივობა უფრო ეფექტური. ასევე აქვს უფრო დაბალი ინტენსივობის სავარჯიშოები, როგორიცაა სიარული, იოგა და ცეკვა,
მრავალფეროვნების მხრივ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ მეგობრების აქტივობას, დააკომენტაროთ ერთმანეთის ვარჯიშები და დაიწყოთ 7 დღიანი შეჯიბრი მათთან ერთად.
2. იპოვეთ დაკარგული iPhone
თუკი ტელეფონი შემთხვევით მოათავსეთ სხვა ოთახში და ვერ პოულობთ მას ამაში ერთი მარტივი ფუნქცია დაგეხმარებათ.
Apple Watch-ით შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ თქვენი ტელეფონი საათის ეკრანის ზემოდან ქვევით თითის ჩამოსმით და სმარტფონის ღილაკზე შეხებით. ამის შემდეგ თქვენი ტელეფონი გამოსცემს ხმას, მაშინაც თუ ჩუმ რეჟიმში გადაიყვანთ
3. NFC წამკითხველი
Apple Pay ყველაზე მარტივი და კომფორტული გადახდის მეთოდი გახლავთ, თუმცა iPhone-ის შემთხვევაში ის საჭიროებს ავთენთიფიკაციას Face ID-ის საშუალებით.
ხოლო Apple Watch-ზე თითის ორჯერ დაჭერით გვერდით ღილაკზე გამოჩნდება ბარათი, რითაც მარტივად მოახდენთ გადახდას.
NFC საშუალებით მოწყობილობა ასევე მუშაობს Apple Home Key-ისთვის. უბრალოდ მოათავსეთ საათი სახლის ჭკვიან საკეტთან ახლოს და ის ავტომატურად განიბლოკება. NFC-ს შეუძლია ავტომატურად გაააქტიუროს ვარჯიშის რეჟიმი GymKit ჩართული აღჭურვილობითაც.
4. ჯანმრთელობის მახასიათებლები
Apple Watch კიდევ მრავალი ჯანმრთელობის ფუნქციით გამოირჩევა. მას შეუძლია გამოავლინოს დაცემა და დარეკოს სასწრაფო დახმარების სამსახურში. გაფრთხილებთ, როდესაც იმყოფებით ისეთ გარემოში, სადაც დეციბელის დონე საკმარისად მაღალია, რაც გავლენას ახდენს თქვენს სმენაზე. ასევე აკონტროლებს თქვენს გულისცემას, ხოლო Apple Watch-ის ახალ მოდელებს შეუძლიათ ჩაატარონ ECG და სისხლის ჟანგბადის ტესტები.
5. დატოვეთ სახლში ტელეფონი
Apple Watch არის შესანიშნავი მოწყობილობა. თუ ტელეფონის სხვაგან დატოვება გიწევთ თქვენი საათი უზრუნველყოფს გქონდეთ ძირითადი ფუნქციონალი და გამოიყენოთ სმარტფონის გარეშე.
თქვენ აღარ დაგჭირდებათ ვარჯიშისთვის ტელეფონი. თავისი GPS-ით Apple Watch ავტომატურად აკონტროლებს მანძილს და მდებარეობას სირბილის, ველოსიპედის, ლაშქრობის ან ფეხით ვარჯიშის დროს. ასევე ვარჯიშამდე მუსიკის, პოდკასტების ან აუდიოწიგნების წინასაწარ ჩამოტვირთვით შეძლებთ მუსიკის მოსმენას ვარჯიშისას მისი 32 GB შიდა მეხსიერებით.