5 საინტერესო ფაქტი Apple-ის ტექნიკის შესახებ, რომელიც აქამდე არ იცოდი

1) რატომ არ აქვს iPad-ს კალკულატორი?

 

iPad არის Apple-ის ერთადერთი ტექნიკური მოწყობილობა, რომელსაც არ აქვს კალკულატორული აპი. რა თქმა უნდა, App Store-დან შესაძლებელია iPad-ში კალკულატორის აპის ჩამოტვირთვა, მაგრამ მას პროგრამულად არ აქვს ჩაშენებული იგი. ეს ყველაფერი საკმაოდ იდუმალია.

 

ისტორია უკავშირდება პირველი iPad-ის გამოსვლამდე პერიოდს. სტივ ჯობსს არ მოეწონა კალკულატორის ინტერფეისი iPad-ში და გადაწყვიტა საერთოდ ამოეღო ის iPad-იდან, რადგან მისთვის დამახინჯებული გამოსახულება იყო. Apple-ს დღემდე არ დაუმატებია iPad-ში კალკულატორის აპი და არაა ცნობილი აპირებს თუ არა მის დამატებას. Apple სენსეტიურად უდგება აღნიშნულ საკითხს და არ ჩქარობს ცვლილებების შეტანას.

 

2) Apple-ის პირველი ლოგო და სახელის იდეა

 

მართალია, Apple Rainbow ლოგო Apple-ის ყველაზე ცნობილი ლოგოა, მაგრამ Apple-ის პირველი ლოგო სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. პირველ ლოგოზე გამოსახული იყო სერ ისააკ ნიუტონი, რომელიც ვაშლის ხის ქვეშ იჯდა და თავზე ვაშლი ‘’დაეცა’’. (ლეგენდა გვიამბობს, რომ მას სიტყვასიტყვით დაეცა თავზე ვაშლი და სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია მსოფილიოს მიზიდულობის კანონის ჩამოყალიბების იდეა).

 

ნიუტონის ლოგო შექმნა Apple-ის ნაკლებად ცნობილმა დამფუძნებელმა რონალდ უეინმა (მან, თავისი წილი სტივ ჯობსსა და სტივ ვოზნიაკს 800 დოლარად მიჰყიდა). ნიუტონის ლოგო გამოიყენეს მხოლოდ 1976 წელს. რობ იანოფის მიერ შემუშავებულმა Apple Rainbow ლოგომ (ცისარტყელის) შეცვალა სერ ისააკის ლოგო და მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა კომპანიის სიმბოლოდ, სანამ უფრო მარტივი მონოქრომატული ვაშლის ლოგოთი არ შეცვალეს 1998 წელს.

 

სახელი Apple-ის იდეა ეკუთვნის თავად სტივ ჯობსს.  საიდუმლოებით მოცული იყო Apple-ის დასახელების მიზეზი, მაგრამ სინამდვილეში, ეს მხოლოდ ხილი იყო, რომელიც ჯობს-მა მოიწონა და კომპანიას ‘’ხილის’’ მსგავსად დაარქვა სახელი.

 

3) რატომ არის ყურსასმენები მხოლოდ ერთი ფერის – თეთრი?

 

Apple აწარმოებს მრავალფეროვან ტექნიკას iPhone-ებს და iMac-ებს, მაგრამ მისი ყურსასმენები მხოლოდ ერთი ფერისაა – თეთრი. მიზეზი თუ, რატომ მიიღო კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება მდგომარეობს იმაში, რომ – თეთრი ფერი არის Apple-ის, როგორც ბრენდის იდენტიფიკაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. Apple-ის ყურსასმენები თეთრი იმიტომაა, რომ იყოს უნიკალური და მარტივად გასარჩევი სხვა კომპანიის აქსესუარებისგან.

 

იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც Apple-მა გამოუშვა პირველი iPod, რომელიც საჭიროებდა ყურსასმენს.  რადგან, iPod ზომით პატარა იყო გადაწყდა, რომ ჰქონოდა მას თეთრი ყურსასმენი, რომელიც თვალში მარტივად მოსახვედრი და დასამახსოვრებელი იქნებოდა.

 

4) რატომ არ ჰქვია Apple Watch-ს iWatch?

 

Apple Watch-ით Apple-მა დაარღვია თავისი ტრადიცია, რომ ახალი პროდუქტების წინაშე დაეყენებინა  “i”. როდესაც პირველად გაჩნდა სპეკულაცია Apple-ის მიერ შექმნილ სმარტ საათზე ფიქრობდნენ, რომ მოწყობილობას Apple iWatch დაარქმევდნენ. სხვა პროდუქციის ფონზე, როგორიცაა Apple iPhone, Apple iPad და Apple iPod. დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც Apple-მა Apple Watch-ი წარადგინა.

 

ამ ამბის, რეალური მიზეზი კი ისაა, რომ იმ დროს, როდესაც Apple Watch ჯერ კიდევ განვითარების ფაზაში იყო, Apple-ს შეექმნა იურიდიული პრობლემები, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ ე.წ. “iWatch”-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის უფლებები უკვე ეკუთვნოდა სხვებს:

  • ამერიკული კომპანია, სახელწოდებით OMG Electronics;
  • დეველოპერმა დაასახელა პრობენდი ირლანდიიდან, რომელიც ფლობდა უფლებებს მთელი ევროკავშირისთვის;
  • უცნობი კომპანია ჩინეთიდან.

 

ასე რომ, Apple-ს რომ გამოეყენებინა iWatch-ის სახელი, შემაშფოთებელი და, უპირველეს ყოვლისა, ძვირადღირებული იურიდიული დავა გარდაუვალი იქნებოდა. აღნიშნული ისტორია Apple-ის ისტორიაში პირველი შემთხვევა არაა. მაგალითად, იმ დროს, როდესაც Apple-მა დაიწყო iPhone-ების წარმოება Cisco უკვე აწარმოებდა პროდუქციას სახელით “iPhone”. Apple-მა იყიდა პროდუქტის სახელის უფლებები ამ კომპანიისგან. Apple-ს ასევე მოუწია ერთ-ერთი ჩინური კომპანიისგან ეყიდა ”iPad”-ის სახელი დაახლოებით 60 მილიონ აშშ დოლარად, რათა ამ რეგიონში შეძლებოდათ iPad-ის გაყიდვა აღნიშნული სახელით. ბევრმა კომპანიამ ამ ფაქტით სარგებელი ნახა და უზრუნველყო სხვადასხვა პროდუქტის წარმოება რომელიც იწყება ‘’i’’-თი. Apple შეეცადა  სავაჭრო ნიშნის უფლებები მიეღო “i” – სთვის, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან მარტო ვერავინ შეძლებს ჰქონდეს საავტორო უფლებები ასოზე “i”.

 

ამ ფაქტის გამო, Apple-ს უბრალოდ უნდა გამოეყენებინა ისეთი სიტყვა, რომლის მიმართაც უკვე ჰქონდათ უფლება – „Apple“. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს მხოლოდ Apple Watch ვიცით – და არა iWatch. სავარაუდოდ, ამ მიზეზითაა სწორედ Apple-ის სეტ-ტოპ ბოქსი სახელწოდებით Apple TV და არა iTV –  სტივ ჯობსმა, კი რეალურად წარადგინა iTV 2006 წელს.

 

 

5) რა მიზანს ემსახურება Apple-ის ლოგო სტიკერი, რომელიც მოყვება Mac-ის პროდუქციას?

 

Apple-ის ნებისმიერ ტექნიკას  შეფუთვაში მოყვება უნიკალური ლოგო სტიკერი. ძირითადად, ეს კარგად გააზრებული ბიზნეს სტრატეგიაა. Apple-ის ლოგო არის უმაღლესი სტატუსის სიმბოლური ‘’იარლიყი’’ და წარმოადგენს ფუფუნების საგანს.  Apple-ს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული გულშემატკივართა ბაზა მსოფლიოში.

 

სტიკერის იდეა კომპანიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე გაჩნდა. თავიდან Apple იყო პატარა კომპანია, რომლის მიმართაც მხარდაჭერის ჩვენებმა კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. სტიკერების საშუალებით ხდება გულშემატკივართა ბაზის გაძლიერება. სტიკერი საშუალებს აძლევს მომხმარებლებს აჩვენონ თავიანთი ნდობა ბრენდის მიმართ, მისი ტარებით სხვადასხვა ნივთებზე.