6 აუცილებელი აქსესუარი საზაფხულო მოგზაურობისთვის

ზაფხულის მოსვლასთან ერთად, დროა მოვემზადოთ მზისგან დამთბარი დღეებისთვის, ქვიშიანი პლიაჟებისთვის, მუსიკალური ფესტივალებისთვის და რაც ყველაზე კარგია, საინტერესო მოგზაურობებისთვის. ზაფხულის გამოცდილების გასაუმჯობესებლად არ დაგავიწყდეთ თქვენი საყვარელი აქსესუარები, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ, დაისვენოთ უფრო კომფორტულად.  

 

განვიხილოთ 6 აუცილებელი პროდუქტი მათი მახასიათებლებითა და სარგებლობით, ისინი შესანიშნავი თანმხლები არიან თქვენი საზაფხულო მოგზაურობისთვის, ესენია: Apple Wallet, Speakers, Power Bank, Apple Watch, AirTag და AirPods.

 

 

 

Apple Wallet –  არის პირდაპირი კავშირი თქვენი ბარათების უსაფრთხოებასთან, რომელიც გთავაზობთ უსაფრთხო და შეუფერხებელ გზას ბარათების, ბილეთების შესანახად. წარმოიდგინეთ რამდენად კომფორტულია იწვეთ პლიაჟზე და არ დაგქონდეთ თან საფულე, უამრავი ბარათები და არ გიწევდეთ ნერვიულობა მათ დაკარგვაზე.

არ შეგეშინდეთ თუ ფესტივალზე წასასვლელი ბილეთი დაგრჩათ ან ჩაგეკარგათ მეილებში. ბილეთების მიბმა Apple Wallet-ზე მარტივად შეგიძლიათ.

ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეინახოთ ორგანიზებულად, თან მხოლოდ ერთ სივრცეში, რაც გაძლევთ საშუალებას განახორციელოთ ყველაზე მარტივად ტრანზაქციები და მოიშოროთ ნერვიულობა, რომელიც აქამდე ახლავდა ზაფხულს და გართობას.

მუსიკის გარეშე ზაფხულის წარმოდგენა რთულია ხომ?

 

Speaker -ის გარეშე არცერთი თავგადასავალი არ არის სრულყოფილი. პორტატული დინამიკები ზაფხულის განუყოფელი ელემენტია. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ მასპინძლობთ წვეულებას, ტალღების პირას ისვენებთ თუ ბუნებაში გადიხართ მეგობრებთან ერთად, ამ ყველაფრის სრულყოფისთვის მუსიკა აუცილებელია.

ზღვისთვის – წყალგამძლე, მთისთვის- ხანგრძლივი ელემენტი, მოგზაურობისთვის – პატარა და მოსახერხებელი. ეს ის საჭიროებებია რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ ლამაზი და დასამახსოვრებელი ზაფხულის გასატარებლად. ყველა ზაფხულს აქვს, ის ერთი გამორჩეული მელოდია, რომლითაც თავს გვახსენებს ხოლმე…

 

 

 

 

მოწყობილებები საჭირო და კარგია, რასაც თან წაიღებთ, მაგრამ აუცილებელია მათი დამუხტვის მარტივი საშუალებაც

 

Power Bank – როცა გარეთ ხართ კავშირის შენარჩუნება აუცილებელია. ალბათ გქონიათ შემთხვევები როცა თქვენს მოწყობილობას ელემენტის ხანგრძლივობა ისეთ მომენტში ამოეწურა, როცა ყველაზე საჭირო იყო მისი არსებობა, მაგალითად მოგზაურობისას, ფოტოების გადაღება გინდოდათ და iPhone-ის დამუხტვა დაგავიწყდათ? Power Bank – ით ამის არ შეგეშინდებათ, ის უზრუნველყოფს ელემენტის  ხანგრძლივობას, დაგეხმარება ბედნიერი მომენტების ასახვაში. ამ მოწყობილობით შეგიძლიათ დამუხტოთ თქვენი ნებისმიერი, მეგობარი მოწყობილობა, რომელსაც ექნება შესაბამის დამაკავშირებელი პორტები. არ შეგეშინდეთ თუ გგონიათ რომ ის დიდი და მძიმეა, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კომპაქტური და მსუბუქი მოწყობილობა, რომელიც ადვილად ჩაეტევა თქვენს ჩანთაში.

 

 

 

 

 

არ შეგეშინდეთ ბევრი დასვენების…

 

Apple Watch – დაგეხმარებათ დროის კონტროლში, მაგრამ ზაფხულის მთელი სიამოვნება, ისაა რომ წარმოდგინოთ მისი უსასრულობა. Apple Watch – ი მრავალმხრივი კომპანიონია, რომელიც გთავაზობთ მრავალფეროვან ფუნქციებს. მისი წყალგამძლე დიზაინი გაძლევთ საშუალებას ჩაყვინთოთ კრისტალურად გამჭვირვალე ტალღებში, ისე რომ არ მოგიწიოთ ნერვიულობა მის დასველებაზე. Apple Watch – ს შეუძლია აკონტროლოს თქვენი გულისცემა და გითხრათ რამდენად გულისფანცქალით ატარებთ დაუვიწყარ ზაფხულს, ამის გამოაშკარავება კი ალბათ დასტურია ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავლების. ჩაშენებული GPS-ით ის ასევე გაგიწევთ სანდო ნავიგატორის ფუნქციასაც და გადახდის ფუნქცია? სულ არ გჭირდებათ ბარათები, Apple Watch – ით გადახდა ხომ ყველაზე მარტივია.

 

 

 

 

მეგობრებთან ერთად მოგზაურობთ და ყველას განსხვავებული მუსიკალური გემოვნება აქვს?

 

AirPods – ეს უკაბელო ყურსასმენები გთავაზობთ ხმის შესანიშნავ ხარისხს და ხმაურის იზოლაციის ფუნქციას, რაც საშუალებას მოგცემთ დასვენებისას გადახვიდეთ თქვენს საყვარელ სამყაროში, იქნება ეს მუსიკარული სამყარო, საყვარელი პოდკასტები თუ აუდიოწიგნები. AirPods არის მსუბუქი და კომფორტული.  მისი უწყვეტი ინტეგრაციით, შეგიძლიათ მარტივად გადახვიდეთ თქვენს iPhone-ს, Apple Watch-სა და სხვა მოწყობილობებს შორის, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ გართობას ზაფხულის მოგზაურობის განმავლობაში.

 

 

 

 

 

იცით რომ მოგზაურობისას ნივთების დაკარგვის არ უნდა გეშინოდეთ?

 

AirTag – თუ ზაფხულის მოგზაურობის დროს გეშინიათ რამე არ დაკარგოთ და ამაზე ნერვიულობაში გიწევთ დროის გატარება, შეგვიძლია გითხრათ რომ ეს იმ წვრილმანთაგანია რომელიც სანერვიულოდ აღარღირს. AirTag – ის ჭკვიანი აქსესუარების მიმაგრებით თქვენს ნივთებზე, იქნება ეს ზღვის ჩანთა, სამოგზაურო ჩემოდანი თუ უბრალოდ ნებისმიერი თქვენი საყვარელი და ძვირფასი ნივთი, შეძლებთ აკონტროლოთ მათი ადგილმდებარეობა თქვენივე iPhone-ის მეშვეობით. ეს საშუალებას მოგცემთ სრულად ჩაიძიროთ თქვენი გარემოს სილამაზეში.

 

 

თავგადასავლების დაწყებისას, დარწმუნდით, რომ გვერდით გქონდეთ ეს აუცილებელი აქსესუარები. დაისვენეთ ზღვაზე, იმოგზაურეთ ახალი მიმართულებებით და მიეცით საშუალება ამ ინოვაციურ ტექნოლოგიებს თქვენი ზაფხულის გართობის ახალ გამოცდილებაზე აყვანის. ასე რომ, ჩაალაგეთ ჩანთები, აიღეთ საყვარელი მოწყობილობები და გახადეთ ეს ზაფხული დასამახსოვრებელი!