6 მთავარი მიზეზი, რომელიც ახალ Apple Watch S9-ს ჩვენს საუკეთესო მეგობრად აქცევს

 

გარშემო საუბარი არ წყდება Apple-ის ახალ,   მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ჭკვიან საათზე, რომელიც წელს განსაკუთრებით ინოვაციური ფუნქციებით გამოირჩევა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი  მიღწევა –  Apple Watch S9 Apple-ის პირველი ნახშირბად ნეიტრალური პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ Apple იცავს ბალანსს ნახშირბადის გამოყოფასა და ატმოსფეროდან მის შთანთქმას შორის, რაც ჯანსაღი ეკოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

Apple Watch S9  აქტიური და თავგადასავლების მოყვარულთათვის სიწრაფისა და კომფორტის ახალ მნიშვნელობას ამკვიდრებს, რაც გასაკვირი სულაც არ არის. ეს მშვენიერი ნივთი მხოლოდ მოწყობილობა არ არის – ეს არის ხიდი, რომელიც კიდევ უფრო ღრმად გვაკავშირებს როგორც საკუთარ თავთან, ასევე, დანარჩენ სამყაროსთან. 

 

ერთად აღმოვაჩინოთ, თუ როგორ შეუძლია Apple Watch S9-ს გაამარტივოს ჩვენი ცხოვრება, შესძინოს მეტი ხალისი და უზრუვნელყოს, რომ აქტიურად ვიყოთ ჩართული ჩვენს ყოველდღიურობაში.

 

Just Double Tap

 

ყველამ ვიცით, როგორი ინტუიციურია Apple Watch. ის რეაგირებს ჟესტებზე, მაგალითად, მაჯის აწევაზე ეკრანი მომენტალურად ნათდება და შეგვიძლია ვნახოთ, რა დროა, ვინ გვირეკვას და ვინ გვიგზავნის შეტყობინებას.

 

 

მაგრამ ახლა ამ ყველაფერს გასაოცარი და ინოვაციური Double Tap ფუნქცია დაემატა, რომელიც აპლიკაციაში მთავარ Action Button-ს აკონტროლებს. ხომ ყველას გამოგვიცდია, როგორი უხერხულობა გვექმნება, როცა სუპერმარკეტიდან ათობით სავსე პარკით გამოვდივართ, ვიღაც გვირეკავს და ამისთვის თავისუფალი ხელები პრაქტიკულად არ გაგვაჩნია. სწორედ ასეთ დროს, Double Tap-ით შეგვიძლია შემომავალ ზარსა თუ შეტყობინებას ვუპასუხოთ, ან “საშოპინგო ფლეილისთით” გავხალისდეთ, როცა მთელი კვირის მარაგს კალათაში ვილაგებთ; თუ ღუმელში რაღაც გემრიელობას  ვაცხობთ, დროის მონიშვნა Timer-ით ყველაზე მარტივი გახდა, რადგან მის დასაპაუზებლად, მხოლოდ ორი თითის მოძრაობაა საჭირო და თუ დილით, Snooze შენი საყვარელი მავნებლური ჩვევავაცაა, ახლა მაღვიძარის დროებით გასაჩუმებლად,  Double Tap გვაქვს.

 

 

Siri-ის გაუმჯობესებული ფუნქციები

 

გამოცდის ქულების შემოწმება, ავტოფარეხის დაკეტვა, შეტყობინების გაგზავნა, ვარჯიშის დაწყება, გულისცემის შემოწმება… უბრალოდ, საჭიროა ავწიოთ მაჯა და ვთხოვოთ. ამიერიდან, Siri ინტერნეტის გარეშეც შეასრულებს ჩვენს მითითებებს.

 

 

Apple Watch S9 ყველაზე სწრაფი და მარტივი მოწყობილობაა  Siri-ის გამოსაყენებლად. ის Apple Watch S9 ვოჩზე 25%-ით უფრო ზუსტად ასრულებს ბრძანებებს, ვიდრე ეს Apple Watch S8-ის შემთხვევაში იყო.

 

 

‌დავრჩეთ კონტაქტზე და აწმყოში ერთად

 

იქნება ეს სწრაფი ხმოვანი შეტყობინებები თუ ვიდეოზარები, ჩვენი ჭკვიანი საათი კიდევ უფრო გვაახლოვებს ერთმანეთთან, სადაც არ უნდა ვიყოთ. Apple Watch Series 9-ის წყალობით, ჩვენ ვრჩებით კავშირზე ციფრულ ხმაურში დაბნეულობის გარეშე. გარდა ამისა, განახლებული ჩიპი საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ აიფონი, სადაც არ უნდა იყოს იგი. ვნახოთ მასთან დაშორებული მანძილიც, საითაც ის ნაბიჯ-ნაბიჯ გაგვიძღვება და გვაჩვენებს დეტალურ მიმართულებას.

 

სახლში თუ მის გარეთ, Apple Watch S9-ს შეუძლია დაუკავშირდეს ყველა ახლომდებარე მოწყობილობებს. უკვე WatchOS 10-ში NameDrop-ის წყალობით, საშუალებას გვაძლევს საკონტაქტო ინფორმაცია მომენტალურად გავუზიაროთ ახლომდებარე სხვა Apple Watch-ს.

 

 

აპლიკაციები მეტი სისწრაფით

 

დღევანდელ ქაოტურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია გონებისა და სხეულის ჰარმონიულობაზე უფრო მეტად ვიზრუნოთ. Apple Watch S9 ერთგვარი ინსტრუმენტია ჩვენთვის, რათა ვფოკუსირდეთ საკუთარ თავზე და ხელახლა აღმოვაჩინოთ იგი. “გაიდური” მედიტაციის სესიები ან იოგა უკვე ხელმისაწვდომია და Double Tap საშუალებას გვაძლევს ამ აქტივოვებში უფრო მარტივად ჩავერთოთ. 

 

 

ასევე, მე-9 სერიის ჭკვიანი საათები უზრუნველჰყოფს მუდმივად განათებულ ეკრანს. ის მოსახერხებელია გარეთ სიარულის დროსაც, რადგან განათება 2000nts აღწევს. ეს ორმაგია, ვიდრე მე-8 სერიის შემთხვევაში. ეკრანი გაუმჯობესებულია ბნელ გარემოშიც, მაგალითად, თეატრში; დილით, ძალიან ადრე გაღვიძებისას კი, ის 1nts-მდე მცირდება.

 

 

ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინოვაციური ფუნქციები

 

რამდენხანს მეძინა ღამე? რამდენჯერ გამომეღვიძა? რა არის ჩემი საშუალო პულსი სიარულისას? რამდენი კალორია დავწვი დღეს?… ჩამონათვალი გრძელია. ახალი Apple Watch S9-ს ჩვენზე ახლა უფრო მეტის დამახსოვრება და საჭირო დროს, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.

 

 

მისი მოწინავე ჯანმრთელობის სენსორებითა და ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი მონაცემებით, უფრო ნათელი სურათი გვექმნება ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და Double Tap ფუნქციით, შეგვიძლია სწრაფად გავიგოთ ის, რისი ცოდნაც მოცემულ მომენტეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. უბრალოდ, მხოლოდ ხმის გამოყენებით შეგვიძლია მასში ჩავტვირთოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენს ჯანმრთელობაზე, ის კი, ჩვენი ჩუმი პარტნიორი გახდება, რომელიც გვიბიძგებს ფეხზე წამოვდგეთ, ვიმოძრაოთ და ვიაქტიუროთ. 

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, Apple Watch S9-ს ავტოავარიისა და სხვა დაზიანებების ამომცნობი სისტემა. Apple Watch S9 აგზავნის ავტომატურ SOS ზარს, რაც გვეხმარება ვიყოთ ერთმანეთის გვერდით მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. Double Tap-ის სიმარტივე და სისწრაფე კი ამ კრიტიკულ სიტუაციებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

 

 

ელემენტზე ნერვიულობა აღარ ღირს

 

როცა მთელი დღის სადმე, ქალაქგარეთ გატარება გვინდა, შეგვიძლია Apple Watch S9 სერიის იმედი გვქონდეს. ელემენტის გახანგრძლივებული მუშაობის წყალობით, ჩვენი Smart საათი ერთგულ მეგზურობას გვიწევს გამთენიიდან დაღამებამდე, 18 საათის განმავლობაში; თვალყურს ადევნებს ჩვენს საქმიანობას, აკონტროლებს ჩვენს გულის ცემას და გვაკავშირებს გარესამყაროსთან; Double Tap-ით კი, უზრუნველჰყოფს მყისიერ წვდომას ჩვენს ყველა საყვარელ ფუნქციებზე, ისე, რომ ენერგიის ამოწურვაზე არ ვიდარდოთ. ეს არის ყველაზე ძლიერი ჩიპი, ვიდრე ოდესმე და ბევრად სწრაფი, ვიდრე მე-8 სერიის.

 

ჩვენი Apple Watch S9 მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნოლოგია. ეს არის ჩვენი შესაძლებლობების სამყარო და მასში ერთად მოგზაურობის სიმბოლო. ეს არ არის მხოლოდ “ჩემი საათი” ან “შენი საათი” – ეს არის “ჩვენი საათი”, რომელიც გვაბედნიერებს იმ მშვენიერი თავგადასავალით, რომელსაც ერთად ვატარებთ. ამ საინტერესო ახალი ფუნქციებით, მათ შორის, Double Tap-ით, ჩვენი მოგზაურობა კიდევ უფრო საინტერესო და უსაფრთხო შეგვიძლია გავხადოთ.

 

 

მივცეთ საშუალება შთაგვაგონოს, დაგვაკავშიროს და გაგვახალისოს.

 

iTechnics – აირჩიე ტექნიკა უკეთესი გამოცდილებისთვის!