Apple Pay გადახდის მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო გზაა. თუ თქვენი Apple Pay არ მუშაობს iPhone-ზე მაშინ გთავაზობთ 7 ხრიკს, რომელიც დაგეხმარებათ მის გამოსწორებაში.
1.სწორად დააყენეთ Face ID ან Touch ID iPhone-ზე
თუ იყენებთ Apple Pay-ს iPhone-ზე, რომელსაც აქვს Touch ID და Face ID დარწმუნდით რომ თითისა და სახის ანაბეჭდი სწორად გაქვთ დაყენებული. თუ Apple Watch-ს იყენებთ გადასახდელად მასზეც უნდა დააყენოთ პაროლი.
2.დარწმუნდით რომ შესული ხართ iCloud-ში
იმისათვის, რომ Apple Pay-მ იმუშაოს უნდა შეხვიდეთ iCloud-ში თქვენი მოწყობილობიდან. თუ გამოხვალთ iCloud-დან ან შეცვლით პაროლს მაშინ ყველა ბარათი ავტომატურად ამოიშლება და ვეღარ შეძლებთ Apple Pay-ით სარგებლობას.
3.აირჩიეთ ბარათი ხელით
თუ ბარათი მიიტანეთ ტერმინალთან და არ მუშაობს ეს ნიშნავს რომ NFC მკითხველი სწორად ვერ ამოიცნობს Apple Pay-ს. ამ შემთხვევაში, შეეცადეთ აირჩიოთ ბარათი ხელით. ამისათვის კი შემდეგი საფეხურები უნდა გაიაროთ.
1.გადადით Wallet App-ში თქვენს iPhone-ზე.
2.აირჩიეთ ბარათი რომლის გამოყენებაც გსურთ.
3.დაიჭირეთ iPhone გადახდის მკითხველთან ახლოს.
4.მოთხოვნისას გადაამოწმეთ ავთენტიფიკაცია Touch ID-ის ან Face ID-ის გამოყენებით.
4.გადატვირთეთ iPhone
თუ Apple Pay-ით გადახდას ვერ ახერხებთ მისი მოგვარება გადატვირთვით შეგეძლებათ. iPhone-ის გადატვირთვა ხელს უწყობს ბევრი პრობლემის მოგვარებას. მოწყობილოის შეუფერხებლად მუშაობისათვის სასურველია iPhone კვირაში რამდენჯერმე გადატვირთოთ.
5.ამოშალეთ ბარათი Wallet App-დან და კვლავ დაამატეთ iPhone-ზე.
თუ ბარათმა რამდენიმე ცდის მიუხედავად არ გაამართლა გადახდა ამ შემთხვევაში მისი ამოშლა და ხელახლა დამატება დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.
1.გადადით Setting-ში და შეეხეთ Wallet & Apple Pay-ს.
2.აირჩიეთ ბარათი, რომლის ამოშლაც გსურთ
3.დაუბრუნდით Settings → Wallet & Apple Pay.
4.შემდეგ თავიდან დაამატეთ ბარათი
6.პროგრამული განახლება iPhone-ზე.
როდესაც გამოდის ახალი ios მას ემატება ახალი ფუნქციები და გამოსწორებულია ხარვეზები. თუ ვერ ახორციელებთ Apple Pay გადახდას, შეამოწმეთ, აქვს თუ არა თქვენს მოწყობილობას პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.
გადადით Settings App-ში დააჭირეთ General → Software Update iPhone-ზე.
თუ ხედავთ მომლოდინე განახლებას, ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ.
7.გადატვირთეთ თქვენი iPhone
თუ არცერთი ზემოთ მოცემული საფეხური არ დაგეხმარათ, მაშინ მოწყობილობის გადატვირთვამ შესაძლოა მოაგვაროს Apple Pay-ის პრობლემა.
გადატვირთამდე გახსოვდეთ რომ თქვენი ყველა მონაცემი, მათ შორის Wi-Fi პაროლები და პარამეტრები, წაიშლება, ხოლო ამის თავიდან ასაცილებლად სასურველია შექმნათ iPhone-ის სრული სარეზერვო ასლი.
თქვენი მოწყობილობის გადატვირთვისთვის, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს.
გადადით Settings → General → Transfer or Reset iPhone
შემდეგ დააჭირეთ → Erase All Content and Settings