Apple Pencil არის მოწყობილობა, რომელიც ამარტივებს აიპადთან მუშაობას.
მისი დახმარებით მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ ჩანაწერები, მოვნიშნოთ დოკუმენტები ან დავხატოთ.
ბევრი პროფესიონალი მას Procreate-ზე ხელოვნების შესაქმნელადაც კი იყენებს. თუ თქვენი Apple Pencil არ მუშაობს მაშინ ჩვენს მიერ მომზადებული რჩევები დაგეხმარებათ ამის გამოსწორებაში.
1. შეამოწმეთ Apple Pencil თავსებადობა
ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა გახლდეთ ის, რომ Apple Pencil არ არის თავსებადი iPad-თან.
მოგეხსენებათ გვაქვს სხვადასხვა თაობის ფენსილი, რომელიც კონკრეტული მოდელის აიპადთან უნდა გამოვიყენოთ. გახსოვდეთ, რომ Apple Pencil Gen 2 თავსებადია მხოლოდ ახალ მოდელებთან, ხოლო პირველი თაობის Apple Pencil Gen 1 თავსებადია ძველი მოდელის აიპადთან.
2. დამუხტეთ Apple Pencil ელემენტი
Apple Pencil მუშაობს Bluetooth-ით და აქვს ჩაშენებული ელემენტი, რომელიც იმუხტება. თუ ის არ მუშაობს შესაძლოა ამოეწურა ელემენტი.
თუ გსურთ თვალყური ადევნოთ მის ხანგრძლივობას, მაშინ დაამატეთ ეს ფუნქცია აიპადის მთავარ ეკრანზე, რათა მუდმივად ინფორმირებული იყოთ.
ასევე გახსოვდეთ პირველი თაობა იმუხტება კაბელით, ხოლო მეორე თაობას აქვს უკაბელო დამუხტვის ფუნქცია, რომელიც მაგნიტურად მაგრდება iPad-ის მარჯვენა მხარეს.
3. შეამოწმეთ აპლიკაციის თავსებადობა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სხვადასხვა თაობის ფენსილი თავსებადია კონკრეტულ iPad-თან. ანალოგიურად, მოწყობილობა ყველა აპლიკაციას არ უჭერს მხარს, რაც იმას ნიშნავს რომ სპეციალურ აპებთან არის შესაძლებელი მისი გამოყენება.
ყველასათვის ცნობილი აპლიკაციები Notes და Sketching გახლავთ.
4. გადატვირთეთ თქვენი iPad
გადატვირთვა პრობლემების მოგვარების კიდევ ერთი სწრაფი ხერხია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უსადენო მოწყობილობებთან დაკავშირების პრობლემა გაქვთ.
გადატვირთეთ თქვენი აიპადი და ხელახლა დააკვშირეთ მასთან ფენსილი.
5. დარწმუნდით, რომ თავი სწორად არის მიმაგრებული
Apple Pencil-ს აქვს თავი, რომელიც ხშირი გამოყენებისას ცვდება და საჭიროებს შეცვლას. თუ დროულად არ შევცვლით მის თავს, შესაძლოა მოწყობილობამ შეფერხებით იმუშაოს.