როგორ დავაყენოთ პერსონალიზებული სივრცითი აუდიო AirPods-ზე?

Apple-მა ღონისძიებაზე მეორე თაობის AirPods Pro-სთან ერთად წარმოგვიდგინა ახალი ფუნქცია სახელწოდებით Personalized Spatial Audio რომელიც iOS 16-თან თავსებადი მოწყობილობებისთვის გახლავთ.

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ რა არის პერსონალიზებული სივრცითი აუდიო და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება.

 

 

რა არის პერსონალიზებული სივრცითი აუდიო?

 

Apple-ის თქმით, პერსონალიზებული სივრცითი აუდიოს საშუალებით, AirPods-ის მოსმენის გამოცდილება კიდევ უფრო გაუმჯობესებულია.

ადამიანები ხმას ინდივიდუალურად აღიქვამენ თავისა და ყურის ფორმის მიხედვით. iPhone-ზე TrueDepth კამერის გამოყენებით, შესაძლებელია პერსონალური პროფილის შექმნა Spatial Audio-სთვის, რომელიც უზრუნველყოფს 360° -იან ხმას მოსმენის საოცარი გამოცდილების შესაქმნელად.

 

როგორ დავაყენოთ პერსონალიზებული სივრცითი აუდიო AirPods-ზე

 

მას შემდეგ, რაც თქვენს iPhone-ს განაახლებთ ახალი iOS 16-ით და AirPods დაუკავშირებთ მოწყობილობას, ავტომატურად მიიღებთ მოთხოვნას, რომ სცადოთ პერსონალიზებული სივრცითი აუდიო.

მორგებულ სივრცულ აუდიოსთან ერთად, თითოეულ ინდივიდს ენიჭება საკუთარი პერსონალიზებული პროფილი.

 

1. Get Started → Continue.

აუცილებელია AirPods მოათავსოთ მის ყუთში, რადგან კამერამ მარტივად მოახერხოს თქვენი ყურის სკანირება.

 

 

2. დააჭირეთ Front View Capture და მიჰყევით მითითებას.

 

 

ასევე, ამ ფუნქციის ხელით ჩართვასაც მარტივად მოახერხებთ. 

 

1. გახსენით Settings

დარწმუნდით რომ თქვენი iPhone დაკავშირებულია AirPods-თან

 

2. გადადით Personalized Spatial Audio და ჩართეთ იგი