8 მიზეზი თუ რატომ MacBook

1. მარტივი გამოსაყენებელი

 

გაძლევთ საშუალებას იმუშაოთ, ითამაშოთ და შექმნათ საოცარი კონტენტი. კომპიუტერი, რომელიც სავსეა აპლიკაციებით.  უფასო, რეგულარული პროგრამული განახლებების მეშვეობით მოწყობილობა ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ და შეუფერხებლად მუშაობს. 

 

2. გააქტიურებისთანავე მზადაა გამოყენებისთვის

 

Mac-ზე საკმაოდ მარტივია გააქტიურების პროცესი. ის მარტივად ახდენს კონფიგურაციას თქვენს სხვა Apple-ის მოწყობილობებთან. როდესაც შეხვალთ iCloud-ში iPhone-ის ინფორმაცია ავტომატურად გამოჩნდება. გამოიყენეთ Migration Assistant პარამეტრების, მომხმარებლის ანგარიშების და სხვა მონაცემების გადასატანად. ხოლო თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ან გჭირდებათ დახმარება, Apple Support ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია ონლაინ ჩატის ან სატელეფონო ზარის საშუალებით.

 

3. Mac აკეთებს მეტს

 

საოცრად ძლიერი მოწყობილობა, სავსეა ყველაფრით, რაც გჭირდებათ სამუშაოს პროფესიონალურ დონეზე შესასრულებლად. გაზარდეთ თქვენი პროდუქტიულობა და კრეატიულობა საუკეთესო აპლიკაციებით. გამოიყენეთ Microsoft 365-ისა და Adobe Creative Cloud-ის აპლიკაციები რაც  ყოველგვარი შეფერხებიხ გარეშე მუშაობს.

 

4. დაცულობა

 

Apple-ის სილიკონ პროცესორი და macOS უზრუნველყოფენ Macbook-ში ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერზე მძლავრ და მოწინავე უსაფრთხოებას. Mac-ს გააჩნია ჩაშენებული დაცვა მავნე პროგრამებისა და ვირუსებისგან და გაძლევთ თავისუფლებას, აირჩიოთ რა და როგორ გააზიაროთ. FileVault შიფრავს თქვენს ყველა მონაცემს დამატებითი უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებთ, Mac გეხმარებათ თქვენი პირადი ინფორმაცია საიდუმლოდ დარჩეს.

 

5. მშობელთა კონტროლი

 

Screen Time გეხმარებათ გაიგოთ, როგორ იყენებენ თქვენი ბავშვები თავიანთ მოწყობილობებს და საშუალებას გაძლევთ დააწესოთ შეზღუდვები იმაზე, თუ რომელ აპლიკაცისთან შეუძლიათ წვდომა და რა დროით.

 

6. Apple-ისეკოსისტემა

 

Apple-ის ეკოსისტემა შედგება ყველა ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისგან, რომელსაც  შეიმუშავებს და ავრცელებს. Apple-ის თითქმის ყველა მოწყობილობა, აპლიკაცია და ოპერაციული სისტემა ეკოსისტემის ნაწილია: iPhone, iPad, Apple TV, Apple Watch, Mac, iMac, iCloud, Apple Music და ა.შ.

 

ასე რომ, როდესაც ადამიანები საუბრობენ Apple-ის ეკოსისტემაზე, ისინი რეალურად გულისხმობენ იმას, თუ რამდენად კარგად მუშაობს ყველა ეს პროდუქტი ერთად. ეს არის ეკოსისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაიწყოთ ისეთი სამუშაო როგორიცაა სტატიის კითხვა თქვენს iPhone-ზე და შემდეგ გააგრძელოთ Mac-ზე ან iPad-ზე

Apple-ის მოწყობილობებს შორის შეუფერხებლად გადაადგილების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ MacBook სხვა ლეპტოპებზე უკეთესია. MacBook  გვთავაზობს  ინტეგრირებულ და უწყვეტ გამოცდილებას. 

 

7. ბუნებრივი ხმა და გამოსახულება.

 

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც MacBook საუკეთესო არჩევანია, არის მათი მაღალი ხარისხის აუდიო და ვიდეო გამოცდილება, რაც მთლიანობაში პროფესიონალურ მოწყობილობად ხდის. 

 

Retina დისპლეის აქვს პიქსელების უფრო მაღალი სიმჭიდროვე, ვიდრე უმეტესი Windows-ის ლეპტოპის ეკრანს, რაც გამოსახულებას უფრო მკვეთრს ხდის. MacBook დინამიკები ბევრად უსწრებენ კონკურენტებს და მათი ჟღერადობა გაცილებით სუფთა და მაღალია ვიდრე უმრავლესობა სხვა ბრენდის ლეპტოპის.

 

8. გამძლეობა და ხარისხი

 

Apple-ის ლეპტოპები აღჭურვილია არა მხოლოდ ინდუსტრიის წამყვანი აპარატურით, არამედ ისინი გამოირჩევიან ძალიან მაღალი ხარისხითა და გამძლეობით. რეგულარული, მოვლის წყალობით Mac-ს შეუძლია ექვს წელზე მეტი დროით მუშაობა. MacBook-ს აქვთ ალუმინის unibody დიზაინი, რაც უფრო მტკიცეს და მნიშვნელოვნად უფრო გამძლეს ხდის ცვეთის მიმართ.