ფოტოები ყველასათვის მნიშვნელოვანი მოგონებაა, რომელიც გვინდა სულ გვქონდეს. სხვადასხვა ფაილებში და ბრაუზერებზე შენახული ინფორმაცია შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობის გამო შემთხვევით დაიკარგოს, მიუხედავად იმისა, რომ მაკს აქვს ფოტოების აპი და სარეზერვო სერვისები.
ასევე, თქვენი Mac სისტემიდან ფოტოების დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს სხვადახვა ვიუსებმა, პროგრამებმა, გაუმართვამა პროგრმულმა უზრუნველყოფამ და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შემოგთავაზებთ 5 გამოცდილ მეთოდს Mac-ზე წაშლილი ფოტოების აღსადგენად მონაცემთა დაკარგვის ნებისმიერ სიტუაციაში.
1. აღადგინეთ ფოტოები ‘Recently Deleted’ ალმობიდან
Photos აპი macOS Big Sur-ზე, Catalina-სა და Mojave-ზე უზრუნველყოფს, რომ არ წაშალოთ თქვენი სურათები ერთბაშად. “Recently Deleted” ალბომი წაშლილ სურათებს ინახავს 30 დღის განმავლობაში. ასე რომ, თუ ეუეცრად წაშლით ფოტოებს, ამ მეთოით მარტივად აღადგენთ Photos აპში.
1. გახსენით Photos App
2. დააჭირეთ Recently Deleted
3. აირჩიეთ სურათები რომელთა აღდგენაც გინდათ და დააჭირეთ Recover
2. წაშლილი ფოტოების აღდგენა Trash-დან
თუ წაშლილ ფოტოებს ვერ იპოვით საქაღალდეში, Finder-ში ან სხვა აპებში, მოძებნეთ ისინი macOS-ის ურნაში, სადაც ინახავს წაშლილ მონაცემებს 30 დღის განმავლობაში.
1. გახსენით Trash
2. იპოვეთ და დააწკაპუნეთ სასურველ ფოტოს
3. და დააჭირეთ Put Back
3. წაშლილი ფოტოების აღდგენა iCloud-დან
თუ იყენებთ iCloud Mac-ის სარეზერვო ასლს, აღადგინეთ დაკარგული ფოტოები აქედან. Photos აპლიკაციის მსგავსად, iCloud-საც აქვს „Recently Deleted“ ფოლდერი, რომელიც სურათებს ინახავს 30 დღის განმავლობაში, ხოლო ამ პერიოდის შემდეგ, iCloud ავტომატურად წაშლის სურათებს.
1. გადადით icloud.com-ზე და შედით თქვენი Apple ID-ის ანგარიშზე
2. გადადით ფოტოებზე
3. აირჩიეთ Recently Deleted ალბომი
4. აირჩიეთ სასურველი ფოტო და დაჭირეთ აღდგენას
4. ფოტოების აღდგენა Time Machine-ის სარეზერვო ასლიდან
backup ანუ სარეზერვო ასლი მარტივი გამოსავალია ფოტოებისა და ინფორმაციის აღსადგენად. შეამოწმეთ დაკარგული სურათები თქვენს macOS-ის სარეზერვო დისკებში, Time Machine-ში ან სხვა გარე მეხსიერებაში, რომელსაც შესაძლოა იყენებთ.
1. შეაერთეთ გარე დისკი Time Machine-ის სარეზერვო საშუალებით Mac-თან
2. გახსენით Finder ფანჯარა და დააწკაპუნეთ იმ ადგილას, საიდანაც წაიშალა ფოტოები.
3. დააწკაპეთ Time Machine ნიშანს, სადაც ნახავთ ხელმისაწვდომ სარეზერვო ასლებს
4. დააჭირეთ უახლეს ან საჭირო backup თარიღს
5. გადადით photo library backup-ში და დააჭირეთ აღდგენას
5. გამოიყენეთ ფოტოების აღდგენის პროგრამა Mac-ისთვის
თუ არსებული აპლიკაციებიდან თქვენ ვერ იპოვით თქვენს წაშლილ ფოტოებს, მაშინ გამოიყენეთ ფოტოების აღდგენის პროგრამა, როგორიცაა Stellar Photo Recovery Premium ვერსია. ის ნებისმიერი მიზეზის მიუხედავად აღადგენს თქვენს ინფორმაციას.
თქვენ შეგიძლიათ დაიბრუნოთ თითქმის ნებისმიერი ტიპის ფაილის დაკარგული ფოტოები, იქნება ეს RAW, JPEG, TIFF, PNG, DNG, NEF, SR2 და ა.შ.
ასევე შესაძლებელია Sony, Canon, Fujifilm, Nikon, Olympus და სხვა კამერებით გადაღებული ფოტოების აღდგენა. გარდა ამისა, Stellar Photo Recovery Premium-ს შეუძლია შეაკეთოს დაზიანებული ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც არ იხსნება.