Apple Watch-ის მრავალფეროვანი აპლიკაციები გვეხმარება სხვადასხვა საქმის შესრულებაში. თუ გიყვართ ჩანაწერების გაკეთება ეფლ ვოჩი ამისათვის საუკეთესო მეგობარი იქნება. დღეს გაგიზიარებთ სამ ყველაზე გავრცელებულ Note აპლიკაციას, რომელიც დაგეხმარებათ ბევრად მოხერხებულად, შეაგროვოთ და შეინახოთ ნოუთები.
1. Microsoft OneNote
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი და საყვარელი აპლიკაცია, OneNote საშუალებას გაძლევთ ჩაინიშნოთ თქვენი იდეები, აღმოჩენები და გეგმები. მისი ინტუიციური ინტერფეისი და მახასიათებლების სპექტრი საშუალებას გაძლევთ არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
2. Cheatsheet Notes
ეს პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ შეგახსენოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები. ის გამოირჩევა რამდენიმე შესანიშნავი ფუქნციით. მისი ინტერფეისი გაგიმარტივებთ აპლიკაციაში მუშაობას. მას აქვს 200-ზე მეტი აიქონი, რაც დაგეხმარებათ იპოვნოთ სასურველი ნიშნები, დღის უკეთ დაგეგმვასა და ეფექტურ მუშაობაში.
3. SnipNotes – Clever Notebook
Appstore-ის ეს პროგრამა გეხმარებათ, რომ იყოთ უფრო პროდუქტიული. აპლიკაციაში შეძლებთ არა მარტო ნოუთების შეყვანას, არამედ მარტივად იპოვნოთ სასურველი ჩანაწერი. ასევე, დროის უკეთ დასაზოგად ხმის ჩაწერით ავტომატურად ამოიცნობს თქვენთვის სასურველ ნოუთს და გაგიზიარებთ მასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ მისი ინტერფეისი სხვადასხვა დიზაინის და ფორმატის ვარიანტების საშუალებით.