Apple-მა 2023 წლის იანვარში წარადგინა მეორე თაობის HomePod რომელსაც აქვს ახალი ფუნქციები, რაც მას ბევრად მოსახერხებელს და სასურველს ხდის.
HomePod ხელმისაწვდომია თეთრ და შავ ფერში. აღჭურვილია კომპაქტური, მრგვალი დიზაინით და დაფარულია 3D ბადისებრი ქსოვილით, რომელიც შერჩეულია მისი აკუსტიკური თვისებებისთვის. მოწყობილობას აქვს Მაღალხარისხიანი აუდიო ხმა, რაც აძლიერებს მუსიკის ჟღერადობას. Apple-ის მიერ შემუშავებული აუდიო ტექნოლოგიისა და მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით მთელს ოთახში საუკეთესოდ იგრძნობა ხმა.
HomePod-ს აქვს ხუთი სხივის ფორმირება. ისინი ახდენენ მაღალი სიხშირის ოპტიმიზაციას, რათა წარმოქმნან დეტალური, არტიკულირებული აუდიო განსაცვიფრებელი სიცხადით. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ კრისტალურად სუფთა ვოკალით და ინსტრუმენტების ყველა დეტალით.
ის შექმნილია იმისათვის, რომ Apple Music-ში უსმინოთ საუკეთესო ლისთებს და თქვენს საყვარელ შემსრულებელს. მიიღეთ წვდომა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ბიბლიოთეკაზე უპრობლემოდ.
კინემატოგრაფიული გამოცდილება.
გამოიყენეთ HomePod Apple TV 4K-თან ერთად, რომ ისიამოვნოთ Dolby Atmos აუდიოთი. ახლა უკეთ შეძლებთ უსმინოთ თქვენს საყვარელ სატელევიზიო შოუებსა და ფილმებს საოცრად ჟღერადი ხმით.
HomePod შეუფერხებლად მუშაობს თქვენს Apple მოწყობილობებთან. Handoff ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გადაიტანოთ ის, რასაც უსმენთ iPhone-ზე ან HomePod-ზე შეფერხებისა და გამოტოვების გარეშე. მას ასევე გააჩნია ჩაშენებული Siri. ასე რომ დააყენეთ თქვენთვის სასურველი შეხსენებები, შეტყობინების გაგზვნა, შუქის ჩართვა, ტემპერატურის რეგულირება – მხოლოდ “Hey Siri”-ს საშუალებით. მართეთ თქვენი დღე და ჭკვიანი სახლი უპრობლემოდ Siri-ით.