რაში გვეხმარება AirTag?

AirTag არის პატარა, უკაბელო მოწყობილობა, რომელიც გეხმარებათ თვალყური ადევნოთ და იპოვნოთ თქვენი ნივთები. ის იყენებს Bluetooth ტექნოლოგიას, რაც ამარტივებს მოწყობილობებთან კავშირს. მისი მიმაგრება შეგიძლიათ ისეთ ნივთებზე, როგორიცაა გასაღები, საფულე, ბარგი და სხვა. იგი იყენებს Apple-ის Find My ქსელს, iPhone- ზე, iPad-სა და Mac- ზე, რომ მიიღოთ შეტყობინებები, როდესაც შეიცვლიან მდებარეობას.

 

ქვემოთ მოცემული ხუთი მიზეზით დარწმუნდებით, რომ AirTag არის შესანიშნავი ინსტრუმენტი:

 

 

1. ბარგის თვალყურის დევნება: მოგზაურობის მოყვარულებისთვის AirTag აუცილებელი აქსესუარია. ის გეხმარებათ თვალყური ადევნოთ თქვენს ბარგს, რომ დროულად და უსაფრთხოდ მივიდეს დანიშნულების ადგილას.

 

 

2. AirTags- ის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური გზაა შინაური ცხოველების თვალყურის დევნება. თუ საყელურზე მიამაგრებთ ეართაგს დაგეხმარებათ უფრო სწრაფად და მოსახერხებლად დაადგინოთ მათი ადგილსამყოფელი, მისი კონტროლი შეგეძლებათ  iPhone’s Find My აპლიკაციის საშუალებით. 

 

 

3. თუ გასაღებებს ხშირად კარგავთ ან არ იცით სად ტოვებთ, მაშინ AirTag ამაში კარგ პარტნიორობას გაგიწევთ. მარტივად მიამაგრეთ თქვენი გასაღებების ნაკრებს და მუდმივად იქონიეთ მასზე კონტროლი. 

 

 

4. AirTag-ის გამოყენება შეიძლება ბავშვების უსაფრთხოების მონიტორინგისთვის, როგორიცაა ადგილმდებარეობა, მათი საქმიანობის  და სხვა ქცევა. ეს მშობელს ეხმარება თვალყური ადევნოს შვილების მდებარეობასა და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება.

 

 

5. AirTag-ს აქვს ელემენტის გასაოცარი ხანგრძლივობა. მისი გამოყენება შეგიძლიათ ერთი წელის განმავლობაში. ასე, რომ თქვენ აღარ დაგჭირდებთ ხშირი დამუხტვა.