როდესაც iPhone-ს ან iPad-ს თქვენს Mac-ს უკავშირებთ, შეგიძლიათ სინქრონიზაცია მოახდინოთ სხვადასხვა ინფორმაციაზე, როგორიცაა ალბომი, სიმღერები, ფლეილისთი, ფილმები, სატელევიზიო შოუები, პოდკასტები,ფოტო-ვიდეო, კონტაქტები კალნედარი თუ სხვა.
ამ სტატიაში გაჩვენებთ, თუ როგორ გააკეთოთ მარტივად სინქრონიზაცია თქვენს მოწყობილობებთან. ადრე iPhone-ისა და iPad-ის სინქრონიზაცია Mac-ზე მხოლოდ ფიზიკური კაბელის გამოყენებით შეგეძლოთ, დღეს კი მათი დაკავშირება Wi-Fi ქსელითაც შესაძლებელია. მათში განსხვავება გახლავთ ის რომ Wi-Fi-ზე სინქრონიზაცია უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე კაბელის გამოყენებით.
როგორ ჩართოთ iPhone და iPad Wi-Fi სინქრონიზაცია
1. დააკავშირეთ თქვენი iOS მოწყობილობა Mac-ზე USB კაბელის ან Lightning-to-USB-A კაბელის გამოყენებით.
2. გახსენით Finder ფანჯარა
3. აირჩიეთ iPhone ან iPad
4. დააჭირეთ General ეკრანის ზედა ნაწილში
5. აირჩიეთ მოსანიშნი ველი
ახლა, როდესაც თქვენი iPhone ან iPad ჩართულია და უკავშირდება Wi-Fi ქსელს, შეძლებთ თავისუფლად გაუკეთოთ სინქრონიზაცია iOS მოწყობილობას.