რას გვთავაზობს განახლებული iOS17?

Apple-მა წარმოგვიდგინა ახალი iOS 17 რომელიც უკვე ხელმისაწვდომი გახდა დეველოპერებისთვის, ხოლო ოფიციალური ვერსია ივლისში გამოვა. iOS 17 მოიცავს “ყველაზე მოთხოვნად მახასიათებელს”, რომელსაც მომხმარებლები ასე ელოდნენ.  

 

ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი მახასიათებლები რასაც განახლებული iOS გვთავაზობს.

 

 

1. Control Center

iOS 17 გვთავაზობს ცვლილებებს Control Center-ში, რომელიც ახალ iOS-ში მთავარი ფუნქციაა. 

 

 

2. Journaling App

 

 

Apple შეიმუშავა ჟურნალის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლებმა თვალყური ადევნონ და დააფიქსირონ თავიანთი საქმიანობა და აზრები ყოველდღიური ცხოვრების ჟურნალის საშუალებით. Wall Street Journal-ის თანახმად, აპლიკაცია აანალიზებს მომხმარებლის ქცევას იმის დასადგენად, თუ როგორია ტიპიური დღე, მათ შორის რამდენი დრო დახარჯა სახლში და არის თუ არა ეს ნორმა. 

 

 

3. Dynamic Island

Apple აუმჯობესებს Dynamic Island რომელსაც დაემატა ბევრი ფუნქციონირება. ეკრანზე სირის ინტერფეისი შეიძლება ინტეგრირდეს Dynamic Island-ზე, რაც ნიშნავს, რომ Siri Pop-UP აღარ გამოჩნდება iPhone-ზე. სირის დინამიურ კუნძულზე გადაყვანა  საშუალებას მისცემს ეკრანს აღარ დაიტვრითოს ბევრი აპებით.

 

 

4. Active Widgets

Apple ტესტავს აქტიურ ვიჯეტების Home Screen-სთვის View iPhone-ზე, თუმცა ჯერჯერობით ეს მახასიათებელი არ არის დადასტურებული. განხორციელების შემთხვევაში, აქტიური ვიჯეტები შეიძლება შეიცავდეს ერთსაფეხურიან ღილაკებს, სლაიდებს და სხვა სიახლეებს, ვიჯეტის უფრო დინამიური და ინტერაქტიული მიზნის მისაღწევად.

 

 

5. გაუმჯობესებული ძებნა და Spotlight

ვხვდებით მნიშვნელოვან გაუმჯობესებას  სისტემის მასშტაბით ძიებისა და Spotlight ფუნქციების შესასრულებლად. ეს სპეციფიკა აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი. 

 

 

6. Health App Updates

Apple აფართოებს Health app-ს და ახლა უკვე iPad-ზეც გვთავაზობს.  Health app ასევე მოიცავს განწყობის კონტროლის ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ თავიანთ განწყობას, უპასუხონ კითხვებს თავიანთი დღის შესახებ და დროულად ნახონ შედეგები. ასევე ვხვდებით ახალ ფუნქციას მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აქვთ ხედვის საკითხები, როგორიცაა სიახლოვე.

 

 

7. Lock Screen Updates

მცირედ განახლებებს ვხვდებით Lock Screen-ზე, მათ შორის შრიფტის ზომის შეცვლის ვარიანტები. ადამიანებს, რომლებიც ქმნიან Lock Screen-ის დიზაინს, შეეძლებათ მათი გაზიარება სხვა iPhone მომხმარებლებთან. 

iPadOS 17-ში ასევე შესაძლებელია iPad-ის Lock Screen პერსონალიზაცია, ისევე როგორც iPhone-ზე. iPad-ის მფლობელებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ Lock Screen ვიჯეტები, დააკონფიგურირონ ფონი, საათი და სხვა აპლიკაციები. 

 

 

8. Apple Music Customizations

Apple Music-ს ექნება გამარტივებული ინტერფეისი, რომლის ტექსტები შეგიძლიათ ნახოთ პირდაპირ Lock Screen-ზე.

 

 

9. App Library Folders

Library folders შესაძლებელია თქვენვე დაარქვათ ფოლდერს სასურველი სახელი. ეს ფუნქიცა აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი. 

 

 

10. Flashlight რეგულირება

თუ აქამდე შემოიფარგლებოდა სამი სიკაშკაშის დონით, ახლა შეძებთ თქვენ თვითონვე დაარეგულიროთ განათება სლაიდერის საშუალებით.

 

 

11. Wallet App

 

 

Wallet აპლიკაციას აქვს განახლებები. Leaker Analyst941- ის თანახმად, Wallet აპში განთავსდება სანავიგაციო ზოლი, რომელიც გამოყოფს აპიში არსებულ სხვადასხვა ფუნქციებს. იქნება ეს ბარათები, ნაღდი ფული, პირადობის მოწმობა და შეკვეთები ჩამოთვლილ კატეგორიებში.

 

ასევე, შეძლებთ გადახვიდეთ საძიებო ინტერფეისში, რომ იპოვნოთ კონკრეტული ბარათები. Wallet აპლიკაციის ამჟამინდელ დიზაინთან შედარებით, მას ექნება ფუნქციური გაუმჯობესება. 

 

 

12. Find My

 

ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის განახლების პირობებში, გაუმჯობესდა Find My აპლიკაცია და მასთან დაკავშრებული ფუნქციონირება.

 

 

13. შესრულება და სტაბილურობა

 

iOS 17 განახლების ძირითადი მიზნებია ეფექტურობისა და სტაბილურობის გაუმჯობესება. Apple ასევე მუშაობს ძველი მოწყობილობების გრძელვადიან მხარდაჭერაზე. ბეტა ვერსია შესაძლოა იყოს არასტაბილური ზოგიერთ მოწყობილობაზე, რომელსაც აქვს 3GB RAM, თუმცა Apple ბეტა ტესტირების პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტაბილურობას.