იცოდით რომ DualSense Edge controller-ის დაკავშირება Apple-ის მოწყობილობებზეც რომ შეგეძლო?
Apple-ის ახალი ოპერაციული სისტემის გამოშვებით როგორიცაა: iOS 16.4, iPadOS 16.4, tvOS 16.4 და macOS Ventura 13.3 შეძლებთ დააკავშიროთ ის iPhone, iPad, Mac, და Apple TV-სთან.
დღევანდელ ბლოგში გასწავლით თუ როგორ დააკავშირებთ თქვენი საყვარელ მოწყობილობებს ერთმანეთთან.
როგორ დააკავშიროთ PS5 DualSense Edge კონტროლიორი iPhone, iPad და Mac-თან
1. ამისათვის გახსენით თქვენს iOS მოწყობილობაზე Settings აპი და დააჭირეთ Bluetooth-ს
2. შემდეგ შეეხეთ თქვენს DualSense Edge Controller-ზე გაზიარებისა და PS ღილაკს
3. თქვენს iPhone / iPad- ზე, “Other Devices,” ქვეშ, შეეხეთ PS5 DualSense კონტროლერს და მოწყობილობები უმალვე დაწყვილდება.
როგორ დააკავშიროთ PS5 DualSense Edge კონტროლიორი Apple TV- ს
1. გახსენით Settings აპი Apple TV -ზე და აირჩიეთ მოცემული კატეგორია – Remotes and Devices -> Bluetooth.
2. შემდეგ თქვენს კონტროლერზე დააჭირეთ გაზიარებისა და PS ღილაკს სამი წამის განმავლობაში. ამის შემდეგ კი შეძლებთ ფართო ეკრანზე მიიღოთ თამაშის საუკეთესო გამოცდილება.