ყოველწლიურად Apple-ის ენთუზიასტები, ტექნოლოგიების მოყვარულები და ინდუსტრიის ექსპერტები მოუთმენლად ელიან დიდ საშემოდგომო ღონისძიებას, როგორიცაა Apple Event
9 სექტემბერს Apple-მა უცვლელად, თავისი პრეზენტაციით გასაოცარი პროდუქტები წარმოგვიდგინა, სადაც კიდევ ერთხელ აჩვენა მისი შესაძლებლობები და ინოვაციები, თუ როგორ ერწყმის უახლესი ტექნოლოგიები დახვეწილ დიზაინს.
მოდით დეტალურად განვიხილოთ თითოეული პროდუქტი რა სიახლეებს გვპირდება
iPhone 16 Pro | 16 Pro Max
Apple-ის დებიუტი iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max არის ყველაზე გამორჩეული მოდელები, რაც აქამდე შექმნილა. Apple Intelligence ფუნქციით, სწრაფი და ეფექტური A18 Pro ჩიპით, გაზრდილი ეკრანის ზომებით (6.3 და 6.9 ინჩებში), და უზარმაზარი ნახტომით ელემენტის ხანგრძლივობაში, გაუმჯობესებული კამერის ფუნქციებით და კიდევ უამრავი სიახლით.
iPhone 16 Pro და 16 Pro Max ხელმისაწვდომი იქნება 4 საოცარ ფერში : Black Titanium, Natural Titanium, White Titanium, and Desert Titanium. ფლაგმანი მოდელები აღჭურვილია ახალი A18 Pro პროცესორით, რომელიც უზრუნველყოფს აიფონის უფრო სწრაფ და ეფექტურ მუშაობას.
Apple Intelligence გვპირდება აიფონის ყოველდღიური გამოყენების გამარტივებას. მისი დახმარებით ჩვენ შევძლებთ შევაჯამოთ და გამოვყოთ მნიშვნელოვანი ინფრომაცია ტექსტში, ისეთ აპლიკაციებში როგორებიცაა : Mail, notes, pages, ასევე არა სისტემურ პროგრამებში, რომელთა გადმოწერა Appsotre-დან შეგვიძლია. ასევე გამოყოფს მნიშვნელოვან შეტყობინებებს, რათა ჩვენ მათ ძებნაში არ დავკარგოთ დრო. ყველაფერთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარება გრამატიკული შეცდომების პოვნაში და მათ შესწორებაშიც. ეს და კიდევ სხვა ფუნქციები, საწყის ეტაპზე, ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ ენაზე. ეფლს არც უსაფრთხოება გამორჩენია და სპეციალურად ხელოვნური ინტელექტისთვის შეიქმნა ახალი სერვერები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იზრუნებენ ჩვენი ინფორმაციის დაცულობაზე.
16 Pro და Pro Max-ი წარმოდგენილია ძლიერი, მსუბუქი და apple-ის პროდუქციებს შორის ყვეალზე თხელი ტიტანის დიზაინით. ეკრანის ზომა კი 6.3 და 6.9 ინჩი იქნება. რა თქმა უნდა გვაქვს, Always-On და ProMotion ტექნოლოგიებიც. დავიწყებული არაა დაცვაც და სწორედ ამიტომ, ეფლმა შემოგვთავაზა უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული კერამიკული დამცავი ზადაპირი, რომელიც ეკრანს 2-ჯერ უფრო მტკიცეს ხდის, შედარებით ნებისმიერ სხვა სმარტფონთან. შეცვლილია ასევე საერთო აგებულება, ახალი მოდელების სამუშაო ტემპერატურა იქნება უფრო დაბალი და შედეგაგ მუშაობის პროცესიც გაუმჯობესდება 20 პროცენტით.
კიდევ ერთი სიახლე : Camera Control-ის ფუნქციაა. მისი დახმარებით შეგვიძლია უფრო სწრაფად ჩავრთოთ კამერა, რათა არ გამოვტოვოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტები. მისი დახმარებით შეგვიძლია გადავიღოთ სურათი, ვიდეო ასევე ვაკონტრლოთ zoom-ი და შევცვალოთ გადაღების ფორმატიც. ყველასათვის საყვარელი iPhone-ის კამერაც რა თქმა უნდა გაუმჯობესებულია. ჩვენ უკვე შეგვიძლია გადავიღოთ ვიდეო 4K 120 fps ვიდეო, რაც უტოლდება პროფესიონალური კამერით გადაღებულ ხარისხს. ასევე შეცვლილია ფაართო კუთხით და zoom-ით გადაღების ტექნოლოგია, რის შედეგადაც ვიღებთ უკეთესს რეზოლუციას. შეცვლილი მოკროფონების სისტემა კი გვაძლევს შესაძლებლობას ჩავიწეროთ ხმა, სხვა სმარტფონებისთვის არნახულ ხარისხში.
ახალი A18 Pro ჩიპს გადავყავართ პროფესიონალური მუშაობის ახალ ეპოქაში, რაც უზრუნველყოფს უპრეცედენტო ეფექტურობასა და სისწრაფეს. ის აგებულია მეორე თაობის, 3 ნანომეტრიან ჩიპზე რომელიც სამომავლოდ მისცემს დამატებით სიმძლავრეს ეფლის ხელოვნულ ინტელექტს. გაუმჯობესებული 16 ნანო ბირთვიანი პროცესორის დახმარებით iphone 16 pro და 16 pro max-ი მუშაობს 15 პროცენტით უფრო სწრაფად ვიდრე წინა მოდელები და ამასთანავე ხარჯავს 20 პროცენტით ნაკლებ ენერგიას.
iPhone 16 | 16 Plus
და აი ისიც iPhone 16 და 16 Plus, რომელიც აღჭურვილია Apple Intelligence-ით და სრულიად ახალი A18 ჩიპით, 48 MP Fusion კამერა გაძლევთ ორი ოპტიკური ხარისხის კამერას ერთში, მოქმედების ღილაკი სხვადასხვა ფუნქციებზე სწრაფი წვდომისთვის და ელემენტის საოცარი ხანგრძლივობა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ხუთ ფანტასტიკურ ფერში: Ultramarine, Teal, Pink, White და Black.
Apple Intelligence
ახლა უკვე შეგიძლიათ დაემშვიდობოთ chatgpt და მიესალმოთ ახალ Apple intelligence, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება iOS 18-ის უფასო პროგრამული უზრუნველყოფით. ფლის ხელოვნულ ინტელექტს შუეძლია შეაჯამოს და გამოყოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტექსტში, ისეთ აპლიკაციებში როგორებიცაა : Mail, notes, pages, ასევე არა სისტემურ პროგრამებში, რომელთა გადმოწერა Appsotre-დან შეგვიძლია. ასევე გამოყოფს მნიშვნელოვან შეტყობინებებს, რათა ჩვენ მათ ძებნაში არ დავკარგოთ დრო. გარდა ამისა, Apple Intelligence-ის დახმარებით ახლა უკვე შეგვიძლია ჩავიწეროთ ზარები, თუმცა სისტემა ზარის ყველა წევრს აცნობებს ამის შესახებ. Apple Intelligence-ის გამოყენებით გაუმჯობესდება siri-ის ფუნქციის გამოყენებაც. მისი დახმარებით ჩვენ ვიღებთ უფრო მარტივ წვდომას Chat Gbt-სთანაც.
iPhone 16 და iPhone 16 Plus ლამაზი და გამძლე
iPhone ნებისმიერ სხვა სმარტფონზე მეტ ხანს ინარჩუნებს თავის ღირებულებას, ინდუსტრიაში წამყვანი გამძლეობის წყალობით.
iPhone 16 და 16 Plus შექმნილია დახვეწილი დიზაინით, აქვს ელემენტის გასაოცარი ხანგრძლივობა და სითბოს კონტროლი. ხელმისაწვდომია 6.1 დიუმიანი და 6.7 ინჩიანი ეკრანის ზომებში, Super Retina XDR დისპლეი OLED ტექნოლოგიით. ისევე როგორც ფლაგმან მოდელებში, გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული კერამიკული დამცავი ზადაპირი, რომელიც ეკრანს 2-ჯერ უფრო მტკიცეს ხდის, შედარებით ნებისმიერ სხვა სმარტფონთან.
Action ღილაკი არის ახალი ინოვაცია iPhone 16 და iPhone 16 Plus მოდელებში, რომლის საშუალებითაც ადვილად მიიღებთ სხვადასხვა ფუნქციებზე წვდომას, მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერით. მაგალითად: სწრაფად გახსნათ კამერა ან ფანარი, გადართოთ Ring-სა და Silent-ს შორის; ამოიცნოთ მუსიკა Shazam-ით; გაააქტიუროთ ხმოვანი შენიშვნები, ფოკუსი, თარგმნა ან გამოიყენოთ Shortcuts. მოკლედ რომ ვთქვათ action ღილაკი იქნება თქვენი დამხმარე მნიშვნელოვან ფუნქციებში.
დამატებულია ახალი ფუნქცია Camera Control-ი, რომელსაც შეუძლია სწრაფად ჩართოს კამერა და დაიწყოს ფოტო-ვიდეოს გადაღება, რათა აღბეჭდოთ ყველა სასურველი მომენტი. ახალი მძლავრი კამერის სისტემით აღბეჭდავთ ყოველდღიურ მომენტებს 48 მეგაპიქსელ ხარისხში. iPhone-ის ორივე მოდელმა შემოგვთავაზა ვიდეო ხმის რედაქტირების კრეატიული ახალი გზა, Audio Mix ტექნოლოგია – რომლის დახმარებითაც შეცვლით ხმას ვიდეო გადაღების შემდეგ ეს კი სრულიად ახალი გამოცდილებაა, რომელიც პროფესიონალური ხმის ჩამწერის შთაბეჭდილებას ტოვებს.
A18 უზრუნველყოფს უზარმაზარ ნახტომს შესრულებასა და ენერგოეფექტურობაში. ის აგებულია მეორე თაობის, 3 ნანომეტრიან ჩიპზე რომელიც სამომავლოდ მისცემს დამატებით სიმძლავრეს ეფლის ხელოვნულ ინტელექტს. გაუმჯობესებული 16 ნანო ბირთვიანი პროცესორი კი ამუშავებს ინფორმაციას და გვაძლევს შედეგს 2ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე A16 Bionic-ი, რომელიც გამოიყენებოდა აიფონის წინა მოდელებში.
Apple Watch Series 10
10 წლის წინ Apple-მა პირველად წარადგინა Apple Watch, დღეს კი ის იუბილარია. მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი საათი აღჭურვილია დახვეწილი დიზაინითა და ახალი შესაძლებლობებით. რაც კიდევ უფრო ძლიერს, კომფორტულსა და ინტელექტუალურს ხდის მას.
უფრო თხელი, დიდი და მოწინავე ეკრანით, უსწრაფესი S10 ჩიპით, წყლისა და შხეფებისგან აბსოლუტური დაცვით, სწრაფი დამუხტვითა და ტემპერატურის აღქმის ფუნქციით. ის ხელმისაწვდომია გასაოცარ ფერებში და შესრულებულია უახლესი მასალით.
ყველაზე გლუვი, ყველაზე თხელი
Watch Series 10 თითქმის 10 პროცენტით თხელია მის წინამორდებ სერიებთან, როგორებიცაა Watch Series 7, Series 8 და Series 9. უპრეცენდენტო, 18 საათიანი მუშაობის დრო ხდის მას ყველაზე კომფორტულს და პრაქტიკულს. ახალი S10 პროცესორი კი უზრუნველყოფს უსწრაფეს მუშაობას.
ახალი S10 პროცესორი აგებულია 4 ბირთვიან ძრავზე. მისი დახმარებით გაუმჯობესებულია საათის ფუნქციებიც : ორმაგი შეხების ჟესტი, Siri ფუნქცია, კარნახი და ვარჯიშის ავტომატური ამოცნობა. ეს ყველაფერი კი ჩვემნს ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის.ასევე არ უნდა დავივიწყოთ უსაფრთხოებაც, ახალ apple watch-ში ავარიისა და დაცემის ამომცნობი სენსორებიც ახალ დონეზეა აყვანილი.
მისი მომაჯადოვებელი ვიზული, თხელი და მსუბუქი ალუმინის კორპუსი და 10 %-ით შემცირებული წონა, მის წინამორბედ მოდელებთან შედარებით , აადვილებს მის ინტენსიურ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. წარმოდგენილია ახალ ზომებში 42 მმ და 46 მმ, აქვს უფრო ფართო და მომრგვალებული კუთხეები, რაც აუმჯობესებს კითხვადობას და მის გამოყენებას აპებში, როგორიცაა Messages, Mail ან News, უკვე შეგეძლებათ ნახოთ ტექსტის დამატებითი ხაზი ან გაზარდოთ შრიფტის ზომა. უფრო დიდი ეკრანი ასევე აადვილებს შეტყობინების აკრეფას, ვარჯიშის შეჩერებას ან პაროლის შეყვანას.
მოწყობილობას აქვს სწრაფი დამუხტვის ფუნქცია. თხუთმეტი წუთიანი დამუხტვა უზრუნველყოფს რვა საათამდე ყოველდღიურ გამოყენებას, ამასთან ერთად შეძლებთ მის 80 პროცენტამდე დამუხტვას 30 წუთში. აგრეთვე აქვს ჯანმრთელობის ინტელექტუალური ფუნქციები, რომელიც საშუალებას მოგცემთ თვალყური ადევნოთ თქვენს გულისცემას, სუნთქვის სიხშირესა და მაჯის ტემპერატურას.
Apple Watch შეგვიძლია გამოვიყენოთ წყლის სხვადასხვა აქტივობისთვის. მას აქვს 50 მეტრის მანძილზე წყლაგმაძლეობის ნიშანი, სიღრმის საზომი და წყლის ტემპერატურის სენსორი. ყოველივე ეს, მას საუკეთესო კომპანიონად აქცევს.
Watch Series 10 ასევე იყენებს ხმის იზოლაციის ფუნქციას, მუშაობს 4-ბირთვიან ძრავზე, რათა ჩაახშოს გარედან შემოსული ფონური ხმაური ტელეფონის ან FaceTime აუდიოზარების დროს, იმისათვის რომ ხმა მკვეთრად და მკაფიოდ ჟღერდეს. მასში ჩაშენებული დინამიკის მეშვეობით შესაძლებელია მუსიკების მოსმენა სხვადასხვა აპებიდან – მათ შორის Apple Music, Apple Podcasts და Apple Book.
AirPods
Apple-მა წარმოგვიდგინა სრულიად ახალი AirPods 4, რომელიც ყველაზე კომფორტული ყურსასმენია მის ისტორიაში. იდეალური მორგებით, განახლებული დიზაინით, მოკლე ღეროებით, ჭკვიანი სენსორებითა და Active Noise Cancellation ტექნოლოგიით.
ასევე განაახლა AirPods Pro 2 მოდელი, რომელიც მსოფლიოში პირველ სრულყოფილ სმენის გამოცდილებას გვპირდება, რაც საშუალებას მისცემს იყოს ტრადიციული სმენის აპარატის ალტერნატივა. ამასთან ერთად ოთხი წლის შემდეგ ვიხილეთ AirPods Max-ის ფერების ახალი არჩევანი
AirPods 4-ს აქვს ხმის წარმოუდგენელი ხარისხი, 24-საათიანი ელემენტის ხანგრძლივობა და საოცარი დიზაინი, რომელიც შეუფერხებლად უკავშირდება Apple-ის მოწყობილობებს. ის გთავაზობთ მძლავრ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს.
ყურსასმენს აქვს სრულიად ახალი აკუსტიკური არქიტექტურა და მაღალი დინამიური დიაპაზონის გამაძლიერებელი, ხმის ხარისხის გასაუმჯობესებლად. H2 ჩიპი უზრუნველყოფს ხმის იზოლაციასა და ზარების მკაფიო ხარისხს, ამასთანავე აღჭურვილია ძალის სენსორით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურსასმენზე ხელის დაჭერით შეძლებთ მუსიკის დაკვრას, დაპაუზებას, ზარების მიღებასა და დასრულებას.
დამატებითი მოხერხებულობისთვის, ქეისი გთავაზობთ USB-C დამუხტვას. ის მოცულობით 10 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე მისი წინამორბედი, რაც უზრუნველყოფს 30 საათამდე ელემეტნის ხანგრძლივობას.
რაც შეეხება AirPods Max ხელმისაწვდომია ხუთ ახალ ფერში, როგორიცაა: Midnight, Starlight, Blue, Orange, და Purple. ის ახლა აღჭურვილია USB-C დამუხტვის შესაძლებლობებით, რაც მათ კომფორტულს ხდის, ვიდრე ოდესმე. მისი განახლებული ფერები კი ნამდვილად თქვენი ფავორიტი იქნება.
მათი შესაძლებლობები და ფუნქციები ისეთი გასაოცარია, რომ Apple-ის მოყვარულებს ნამდვილად აღაფრთოვანებს. ასე, რომ ახლა იდეალური დროა შენი მოწყობილობების განსაახლებლად.
ახალი აიფონის გამოსვლასთან ერთად ყველაზე აქტუალური ხდება აიტექნიკსის სერვისი ‘’თრეიდ-ინი’’, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მათი ძველი ტექნიკა ჩაანაცვლონ ახლით.
აღნიშნული მოდელების გაყიდვა კი საქართველოში Apple-ის ოფიციალურ ავტორიზებულ პარტნიორ iTechnics-ში 27 სექტემბერს დაიწყება.
ტრადიციულად, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე აიტექნიკსის ფილიალებში ახალი მოდელების შეძენას 27 სექტემბერს ზუსტად ღამის 12 საათიდან შეძლებთ.