მოუსმინე სიყვარულის ხმას

iTechnics — Apple-ის ოფიციალური ავტორიზებული კომპანია საქართველოში, სიყვარულის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში, მომხმარებელს ვიდეორგოლს სთავაზობს, რომლის მთავარი გზავნილია „მოუსმინე სიყვარულის ხმას“.

 

Apple-ის პროდუქტები განასახიერებს მისი საყვარელი მომხმარებლების მისწრაფებებს, ინტერესებსა და მოტივაციას. ფანტაზია, თავისუფლება, ინოვაცია, იმედები, ოცნებები — ბრენდი გაძლევთ ძალას, რომ იფიქროთ განსხვავებულად და გააზიაროთ ყველა შეგრძნება, ტექნოლოგიების დახმარებით.

 

 

ყველასთვის საყვარელი მუსიკის და Apple-ს ჭკვიანი პროდუქტების ერთობლიობით, iTechnics გიჩვენებთ სიყვარულის უსაზღვროობას, კომფორტს, რომელსაც ბრენდის პროდუქტები გვთავაზობს და ურთიერთობას, მომხმარებელსა და პროდუქტს შორის, რომელიც გარანტირებულს ხდის საუკეთესო შედეგს.

 

ვიდეორგოლით კომპანია მადლობას უხდის მომხმარებელს იმ სიყვარულისთვის, რომელსაც აზიარებს, ერთგულებისთვის და ურთიერთობისთვის, რომელიც მრავალი წელია, უწყვეტია.