ცოტა ხნის წინ iTechnics, Apple-ის ავტორიზებული Reseller კომპანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კომპანიის HR და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი შეხვდნენ სტუდენტებს. შეხვედრაზე, სტუდენტებთან ერთად, განიხილეს კარიერის განვითარების სამომავლო გზები, დასაქმების პერსპექტივები და კომპანიის შეთავაზებები, როგორიცაა სტუდენტზე მორგებული სამუშაო გრაფიკი, ტრენინგები, სხვადასხვა კურსები, ინფორმაცია კომპანიის ისტორიისა და მისი ორგანიზაციული კულტურის შესახებ, ასევე ორგანიზაციის შიგნით არსებული კარიერული წინსვლის შესაძლებლობები.
კომპანიის HR-მა ისაუბრა და გასცა რჩევები იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნას კანდიდატმა ეფექტური რეზიუმე, ან სამოტივაციო წერილი, მოემზადოს და წარმართოს ინტერვიუ საინტერესოდ და პროფესიონალურად წარმოაჩინოს საკუთარი თავი. დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა არის დღეს პრიორიტეტი სამუშაო ბაზარზე და რას ეძებენ დამსაქმებლები პოტენციურ ტალანტებში. წარმომადგენლებმა სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და განიხილეს, თუ როგორ დაძლიეს სხვადასხვა გამოწვევები საკუთარ კარიერაში.
შეხვედრამ მოსალოდნელზე მეტი ინტეგრაციით ჩაიარა, სტუდენტები აქტიურად სვამდნენ კითხვებს სხვადასხვა თემაზე, სამუშაო პოზიციების სპეციფიკური მოთხოვნებიდან დაწყებიული, ზოგადი კარიერული რჩევებით დამთავრებული. წარმომადგენლებმა შეძლეს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინათ მათთვის და ზედმიწევნით ეპასუხათ ყველა კითხვისთვის.