აიტექნიკსი და სინერჯი პარტნიორები გახდნენ

კაპიტალის ზრდის კომპანია სინერჯი აიტექნიკსის პარტნიორი-მეწილე გახდა. ამ შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი.

აიტექნიკსი ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია „Apple“-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, სტატუსით „Apple”-ის ავტორიზებული გამყიდველი. ამჟამად აქვს 4 ფილიალი, მათ შორის ერთი მაღაზია ბათუმში და ასევე სერვისცენტრი თბილისში.

„ნებისმიერი თანამშრომლობის დაწყებისას, უმნიშვნელოვანესია საერთო ხედვებისა და მიდგომების ქონა, რაც მიგვაჩნია, რომ „აიტექნიკსსა“ და „სინერჯის“ გვაერთიანებს.

ჩვენი მთავარი მიზანია – შევქმნათ მომხმარებლისთვის დასამახსოვრებელი, უნიკალური მომსახურების გამოცდილება და გარემო. ამდენად, ყოველთვის პრიორიტეტულია წინსვლა და განვითარება. მთავარი მოტივაცია, რის გამოც „სინერჯისთან“ პარტნიორობის გადაწყვეტილება მივიღეთ, არის ის, რომ „აიტექნიკსი“ გახდეს მოწინავე კომპანია ქართულ ბაზარზე, შექმნას უმაღლესი სტანდარტების მქონე მომსახურება და სერვისი და განაგრძოს მომხმარებლებზე ზრუნვა.” – აცხადებს „აიტექნიკსის“ წარმომადგენელი.

ამ ეტაპიდან „აიტექნიკსმა“ შეიძინა წილობრივი პარტნიორი „სინერჯის“ სახით, კომპანიის სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში.

„ძალიან კარგი კომპანია შემოუერთდა ჩვენს პორტფელს. „აიტექნიკსი“ თავისი არაჩვეულებრივი გუნდით და უკვე მიღწეული შედეგებით, ასევე თვითონ ბაზარიც, ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა შემდგომი განვითარებისთვის. მნიშვნელოვან ზრდის პოტენციალს ვხედავთ როგორც ასორტიმენტის გაფართოებაში, ისე ქსელის და დისტანციური გაყიდვების არხების განვითარებაში.“ – აცხადებს „სინერჯის“ წარმომადგენელი.

„აიტექნიკსში გვჯერა, რომ „სინერჯისთან“ პარტნიორობით ჩვენს ყველა პოტენციალს სრულფასოვნად გამოვიყენებთ და „აიტექნიკსი“ მომხმარებლებისთვის შეუცვლელი ბრენდი გახდება. ვფიქრობთ, რომ  „სინერჯი“ თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ჩვენს კომპანიას დაეხმარება მიზნების მიღწევაში, გაფართოებაში, კაპიტალისა და კომპანიის ღირებულის ზრდაში.“ – აცხადებს „აიტექნიკსის“ წარმომადგენელი.

სინერჯი არის კაპიტალის ზრდის კომპანია, რომელიც ყიდულობს 20%-იდან 50%-მდე წილს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებში და სტრატეგიულ-ორგანიზაციული განვითარებითა და საჭიროებისას კაპიტალის დამატებით, უზრდის მათ ღირებულებას.