19 ნოემბერს აიტექნიკსის გრანდიოზული ივენთი გაიმართა, რომელსაც შუაგულმა უმასპინძლა. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა კომპანიაში დანერგილ მიმდინარე სიახლეებს, როგორიცაა ახალი VR შოპი და განახლებული ვებ-გვერდი.
VR შოპი ეს გახლავთ ვირტუალური მოწყობილობა, რაც გაძლევთ შესაძლებლობას გაატაროთ დაუვიწყარი დრო.
პირველად საქართველოში აიტექნიკსმა მომხმარებელს შესთავაზა ქსელური VR შოპი, რითაც შეძლებთ ვირტუალურად, სახლიდან გაუსვლელად პროდუქტის შეძენა ვებ-გვერდზე. ივენთზე მომხმარებელს საშუალება ქონდა მოესინჯა VR სათვალე და შეებიჯებინა ციფრულ სამყაროში.
მეორე სიახლე ეს იყო აიტექნიკსის ვებ-გვერდი, რაც უკვე 2 წელია ფუნქციონირებს, ახლა კი კომპანიამ წარადგინა სრულად განახლებული და მომხმარებელზე მორგებული საიტი, მრავალი ახალი ფუნქციით აღჭურვილი და ძალიან კომფორტული. სიხლეებთან ერთად იყო უამრავი გათამაშება.
ასევე მოწყობილი იყო შოურუმში, სადაც წარმოდგენილი გახლდათ Apple-ის უახლესი მოწყობილობები, ხოლო სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ მოესინჯათ ისინი.