რატომ არ მუშაოს შენი Apple Pay?

Apple Pay გადახდის მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო გზაა. თუ თქვენი Apple Pay არ მუშაობს iPhone-ზე მაშინ გთავაზობთ  7 ხრიკს, რომელიც დაგეხმარებათ მის გამოსწორებაში.

 

 1.სწორად დააყენეთ Face ID ან Touch ID iPhone-ზე

 

თუ იყენებთ Apple Pay-ს iPhone-ზე, რომელსაც აქვს Touch ID და Face ID დარწმუნდით რომ თითისა და სახის ანაბეჭდი სწორად გაქვთ დაყენებული. თუ Apple Watch-ს იყენებთ გადასახდელად მასზეც უნდა დააყენოთ პაროლი.

 

 

2.დარწმუნდით რომ შესული ხართ iCloud-ში

 

იმისათვის, რომ Apple Pay-მ იმუშაოს უნდა შეხვიდეთ iCloud-ში თქვენი მოწყობილობიდან. თუ გამოხვალთ iCloud-დან ან შეცვლით პაროლს მაშინ ყველა ბარათი ავტომატურად ამოიშლება და ვეღარ შეძლებთ Apple Pay-ით სარგებლობას.

 

 

3.აირჩიეთ ბარათი ხელით

 

თუ ბარათი მიიტანეთ ტერმინალთან და  არ მუშაობს ეს ნიშნავს რომ NFC მკითხველი სწორად ვერ ამოიცნობს Apple Pay-ს. ამ შემთხვევაში, შეეცადეთ აირჩიოთ ბარათი ხელით. ამისათვის კი შემდეგი საფეხურები უნდა გაიაროთ.

 

1.გადადით Wallet App-ში თქვენს iPhone-ზე.

2.აირჩიეთ ბარათი რომლის გამოყენებაც გსურთ.

3.დაიჭირეთ iPhone გადახდის მკითხველთან ახლოს.

4.მოთხოვნისას გადაამოწმეთ ავთენტიფიკაცია Touch ID-ის ან Face ID-ის გამოყენებით.

 

 

4.გადატვირთეთ iPhone

 

თუ Apple Pay-ით გადახდას ვერ ახერხებთ მისი მოგვარება გადატვირთვით შეგეძლებათ. iPhone-ის გადატვირთვა ხელს უწყობს  ბევრი პრობლემის მოგვარებას. მოწყობილოის შეუფერხებლად მუშაობისათვის სასურველია iPhone კვირაში რამდენჯერმე გადატვირთოთ.

 

 

5.ამოშალეთ ბარათი Wallet App-დან და კვლავ დაამატეთ iPhone-ზე.

 

თუ ბარათმა რამდენიმე ცდის მიუხედავად არ გაამართლა გადახდა ამ შემთხვევაში მისი ამოშლა და ხელახლა დამატება დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.

 

1.გადადით Setting-ში და შეეხეთ Wallet & Apple Pay-ს.

2.აირჩიეთ ბარათი, რომლის ამოშლაც გსურთ

3.დაუბრუნდით Settings → Wallet & Apple Pay.

4.შემდეგ თავიდან დაამატეთ ბარათი

 

 

6.პროგრამული განახლება iPhone-ზე.

 

როდესაც გამოდის ახალი ios მას ემატება ახალი ფუნქციები და გამოსწორებულია ხარვეზები. თუ ვერ ახორციელებთ Apple Pay გადახდას, შეამოწმეთ, აქვს თუ არა თქვენს მოწყობილობას პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.

 

გადადით Settings App-ში დააჭირეთ General → Software Update iPhone-ზე.

თუ ხედავთ მომლოდინე განახლებას, ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ.

 

 

7.გადატვირთეთ თქვენი iPhone

 

თუ არცერთი ზემოთ მოცემული საფეხური არ დაგეხმარათ, მაშინ მოწყობილობის გადატვირთვამ შესაძლოა მოაგვაროს Apple Pay-ის პრობლემა.

გადატვირთამდე გახსოვდეთ რომ თქვენი ყველა მონაცემი, მათ შორის Wi-Fi პაროლები და პარამეტრები, წაიშლება, ხოლო ამის თავიდან ასაცილებლად სასურველია შექმნათ iPhone-ის სრული სარეზერვო ასლი.

 

თქვენი მოწყობილობის გადატვირთვისთვის, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს.

 

გადადით Settings → General → Transfer or Reset iPhone

შემდეგ დააჭირეთ → Erase All Content and Settings