Apple-მა გაამარტივა Wi-Fi პაროლების გაზიარება iPhone-დან Mac-ზე ან სხვა iPhone-ზე კარგად ინტეგრირებული ეკოსისტემის წყალობით.
ეს გახლავთ ძალიან მარტივი და საჭირო ფუნქცია, რომელიც გაგვიმარტივებს Wi-Fi კავშირს Apple-ის სხვადასხვა მოწყობილობებს შორის.
Wi-Fi პაროლის გასაზიარებლად უნდა გაიაროთ შემდეგი საფეხურები:
- ორივე მოწყობილობას უნდა ჰქონდეს უახლესი iOS ვერსია.
- ჩართეთ Wi-Fi და Bluetooth ორივე მოწყობილობაზე.
- გამორთეთ პერსონალური ინტერნეტი
- მიაახლოვეთ ორივე მოწყობილობა ერთმანეთთან.
- დააკავშირეთ ერთ-ერთი iPhone Wi-Fi ქსელთან.
- მეორე მოწყობილობით აირჩიეთ სასურველი Wi-Fi ქსელი,
- შემდეგ თქვენ იხილავთ მოთხოვნას თქვენს iPhone-ზე.
- ბოლოს შეეხეთ პაროლის გაზიარებას.