Valentines Day Gift – Listen to the Voice of Love

14 თებერვალი შეყვარებული წყვილებისათვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ვალენტინობის აღნიშვნა დიდი ხნის წინ დაიწყო და დღესაც, მთელს მსოფლიოში, აქტიურად გრძელდება. აღნიშვნას, რა თქმა უნდა, თან ახლავს ერთმანეთისთვის საჩუქრების ჩუქება, მაგრამ ჩუქებამდე ჯერ არჩევის პროცესია, რაც, როგორც წესი, საკმაოდ რთულია ამოცანაა.

 

ადამიანები, ხშირად, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ, როცა სიყვარულის დღეს საყვარელი ადამიანისათვის საჩუქარს ეძებენ. გარდა ამისა, საჭიროა კრეატიულობა, რადგან მხოლოდ სტანდარტული საჩუქარი არაა საკმარისი.

 

ეს დღე რომ ძვირფასი ადამიანისთვის უფრო დასამახსოვრებელი გავხადოთ, ამისთვის განსაკუთრებული ვალენტინობის საჩუქარია საჭირო.  ამ ბლოგში მიმოვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს, თუ როგორ შეიძლება ვალენტინობა კიდევ უფრო გავულამაზოთ მეორე ნახევარს.

 

ვალენტინობის საჩუქარი – სად დაგხვდება ორიგინალური პროდუქცია

 

ქალბატონებისთვის ტკბილეული და ყვავილები ძალიან კარგია, მაგრამ ეს ხანმოკლე სიამოვნებაა. კაცებისთვის სტანდარტულად საფულის ჩუქებაც არაა ცუდი იდეა, მაგრამ ამ დღეს რამე უფრო დასამახსოვრებელი და პრაქტიკული გვჭირდება.

 

თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღე იხვეწება და სულ უფრო მეტად ერგება ადამიანის მოთხოვნილებებს. მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპანია Apple მოწინავეა ჭკვიანი პროდუქტის შექმნაში. საქართველოში Apple-ს ოფიციალური ავტორიზებული კომპანია iTechnics-ია, რომელიც წლებია ახდენს ორიგინალი პროდუქტის დისტრიბუციას. 

 

“აიტექნიკსმა” სიყვარულის დღესთან დაკავშირებით კამპანიის ფარგლებში საკუთარ მომხმარებელს ვიდეორგოლი მიუძღვნა – “მოუსმინე სიყვარულის ხმას”

 

ამასთან ერთად, მაღაზიათა ქსელში 14 თებერვლის ჩათვლით მოქმედებს სპეციალური ფასები, რომელიც ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს იმ ადამიანს, ვისაც ორიგინალური ვალენტინობის საჩუქარი სურს აირჩიოს.

 

ყურსასმენები – სიყვარულის ხმა ასეთი ცხადი არასოდეს ყოფილა

 

გარდა Apple-ისა, “აიტექნიკსი” თანამშრომლობს 1000-ზე მეტ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ კომპანიასთან. აქ დაგხვდებათ მსოფლიოში არაერთი ცნობილი ბრენდის ორიგინალი ყურსასმენები – Apple, JBL, Marshall, Xiaomi, Beats, Anker და ა.შ.

 

JBL ყურსასმენები

 

მათგან საკმაოდ ბევრ პროდუქტზე მოქმედებს ვალენტინობის ფასდაკლება. 

 

ფასდაკლებაში დიდი წილი უჭირავს JBL-ს ყურსასმენებს. სიაში 8 განსხვავებული პროდუქტია შესული.

 

JBL არის ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ბრენდი აუდიო ინდუსტრიაში. ამას თავისი რამდენიმე მიზეზი აქვს:

 

  • ხმის ხარისხი: JBL ყურსასმენები ცნობილია მკაფიო, ძლიერი და დინამიური ხმის სისტემით. ისინი იყენებენ მოწინავე აუდიო ტექნოლოგიებს, როგორიცაა JBL Pure Bass და JBL Signature Sound, რათა უზრუნველყონ მაღალი ხარისხის აუდიო გამოცდილება.
  • მრავალფეროვნება: შეგხვდებათ სხვადასხვა სტილის JBL ყურსასმენები – Full size, ან In ear. ამასთან ერთად, JBL გვთავაზობს სხვადასხვა ფუნქციებს. ასეთია, მაგალითად “noise cancelling”, რაც კონკრეტულ სიტუაციაში ყურსასმენის გამოყენებას ძალიან კომფორტულს ხდის. ამ მრავალფეროვნების გამო JBL ყურსასმენები პოპულარულია მთელს მსოფლიოში.
  • გამძლეობა: JBL ყურსასმენები შექმნილია იმისათვის, რომ იყოს გამძლე, რაც მათ იდეალურს ხდის სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციაში გამოსაყენებლად. 
  • ბრენდის აღიარება: JBL არის სახელგანთქმული ბრენდი, რომელსაც აქვს კარგი რეპუტაცია მაღალი ხარისხის აუდიო პროდუქტების წარმოებაში. ბრენდის ამ აღიარებამ და ნდობამ ხელი შეუწყო JBL ყურსასმენების პოპულარობას.
  • ხელმისაწვდომობა: მაღალი ხარისხის ხმისა და მრავალფეროვანი ფუნქციების მიუხედავად, JBL ყურსასმენები საკმაოდ ბიუჯეტური ფასებითაა წარმოდგენილი, რაც მათ ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის.

 

ფასები კიდევ უფრო მისაღებია 14 თებერვლის ჩათვლით, “აიტექნიკსის” მაღაზიათა ქსელში. ასე რომ, დრო კიდევ საკმარისი გაქვთ, რომ შეიძნოთ სასურველი ვალენტინობის საჩუქარი.

 

როცა ვსაუბრობთ ხარისხიან ყურსასმენებზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ Marshall. 

 

მარშალის ყურსასმენები

 

 

ამ ბრენდის მრავალფეროვანი ნაწარმი ასევე დაგხვდებათ “აიტექნიკსის” ქსელში. სიყვარულის დღის ფასდაკლება კი ფასებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის:

 

 

Marshall ყურსასმენებს აქვთ გამორჩეული, რეტრო დიზაინი, რომელიც შთაგონებულია კლასიკური გიტარის გამაძლიერებლებით. ისინი შეგხვდებათ სხვადასხვა ფერებში, მათ შორისაა შავი, ყავისფერი და თეთრი.

 

ყურსასმენების უმეტესობას აქვს დიდი დინამიური დრაივერები, რომლებიც წარმოქმნიან ძლიერ ბასსა და მკაფიო, დეტალურ აუდიოს სიხშირეებს. მათ ბევრ მოდელს ასევე აქვს “noise cancelling” ტექნოლოგია, რაც ხელს უწყობს გარემოს ხმაურის შემცირებასა და მოსმენის სიცხადის გაზრდას.

 

ამ ბრენდის ყურსასმენები შექმნილია ხანგრძლივის მოსმენისათვის. ამიტომ, აღჭურვილია პლუშის ყურის ბალიშებითა და სხვა მახასიათებლებით, რაც მოსმენას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის. ასევე, ყურსასმენი აღჭურვილია მრავალჯერადი დატენვის ბატარეით, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს 20 საათამდე უწყვეტი მუშაობა ერთი დატენვით.

 

დინამიკები – კიდევ უფრო მეტი ხმაურისთვის

 

კამპანია “მოუსმინე სიყვარულის ხმას” რა თქმა უნდა ხარისხიანი დინამიკების გარეშე ვერ ჩაივლის.

 

“აიტექნიკსი” ამ პროდუქტის დისტრიბუციითაც მოწინავეა ქართულ ბაზარზე. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ Urbanears, Hoco, Harman Kardon, Xiaomi, Beats, JBL, Marshall დინამიკები

Harman Kardon Onyx Studio 8 Black

Harman Kardon Onyx Studio 8 Black, რომელიც ფასდაკლებით 899 ლარის მაგივრად, 669 ლარი ღირს, იდეალური ვალენტინობის საჩუქარია. 

 

ეს პორტატული Bluetooth დინამიკი, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი და ელეგანტური დიზაინით არის Harman Kardon-ის Onyx Studio სერიის ნაწილი, რომელიც ცნობილია თავისი პრემიუმ აუდიო ხარისხითა და თანამედროვე ესთეტიკით.

 

დინამიკი აღჭურვილია ოთხი დრაივერით და ორი პასიური რადიატორით, რომლებიც წარმოქმნიან ძლიერ და ხარისხიან აუდიოს. Onyx Studio 8 აღჭურვილია Bluetooth 5.0 კავშირით, რომელიც საშუალებას გაძლევთ უსადენოდ გადაიტანოთ მუსიკა თქვენი სმარტფონიდან, ტაბლეტიდან ან სხვა Bluetooth-ის მქონე მოწყობილობიდან. მას ასევე აქვს ჩაშენებული მიკროფონი, რომელიც საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ზარები უსადენოდ.

 

ასე რომ, “აიტექნიკსი” სიყვარულის დღისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციასთან ერთად ძალიან კარგ ფასდაკლებას გთავაზობთ. შეარჩიეთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მრავალფეროვანი პროდუქცია და გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანი.