Apple-ის ტექნოლოგიური მიღწევები გვიადვილებს ჩვენი ამოცანების შესრულებას. Apple Watch გთავაზობთ სწრაფ და მარტივ გზას თქვენი მიმდინარე ადგილმდებარეობის გასაზიარებლად, რაც გვეხმარება ახლობლებთან უკეთ კომუნიკაციაში. შეგიძლიათ თქვენი მდებარეობა მომენტალურად გაუგზავნოთ მეგობრბესა თუ ოჯახის წევრებს.
პირველ რიგში უნდა გააქტიუროთ ადგილმდებარეობის ფუნქცია Apple Watch-ზე.
გახსენით Settings აპლიკაცია და დააჭირეთ Privacy & Security, შემდეგ Location Services და ჩართეთ მწვანე ღილაკით.
შემდეგ ჩამოსქროლეთ და ჩართეთ Share My Location, ეს საშუალებას მოგცემთ გააზიაროთ თქვენი მდებარეობა Find People and Messes პროგრამებში.
Apple Watch-ის Find People პროგრამა არა მხოლოდ სხვების მოსაძებნად გამოგადეგბათ, არამედ საკუთარი მდებარეობის გასაზიარებლად ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის.
1. გახსენით Find People ეფლ ვოჩზე და ჩართეთ Precise
2. შემდეგ Allow Once or Allow While Using App-ით დაადასტურეთ რომ გსურთ საშუალებას მისცემთ Find People-ს გამოიყენოთ თქვენი ადგილმდებარეობა.
3. ეკრანზე გამოჩნდება Find People , რის შემდეგაც ჩამოსქროლავთ და აირჩევთ Share My Location
4. შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროფონი, კონტაქტების სია ან აკრიფოთ მეგობრის სახელი ლოკაციის დასადგენად
5. ბოლოს კი აირჩიეთ სასურველი დრო მდებარეობის გასაზიარებლად
მეორე მარტივი გზა კი გახლავთ მდებარეობის გაზიარება Apple Watch-ის შეტყობინების აპლიკაციის გამოყენებით.
1. ჩამოსქროლეთ და შეარჩიეთ გაგზავნის ლოკაცია, სადაც თქვენი იმჟამინდელი ადგილი ტექსტურ შეტყობინებაში გადადის რუქის სახით.