აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები – iTechnics-ის ახალი კამპანია

დღეს, როცა ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება, ციფრული ტექნიკა კი, სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის ერაში ვცხოვრობთ.

                       

ეს პროცესი ძალიან ამაღელვებელი და საინტერესო თავგადასავალია, თუმცა, აჩქარებული ტემპი და მუდმივად ახალ-ახალი, ერთი შეხედვით, უცხო და რთული ცვლილებები, ზოგჯერ, დამაბნევლად, ბუნდოვნად და საფრთხის შემცველად გამოიყურება.

 

შედეგად, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, ონლაინ საკუთარი თავის წარმოჩენა, ციფრულ მოწყობილობებთან დიდი დროის გატარება, ციფრული აქტივობის პროფესიულ ჭრილში აქტიურად გამოყენება, თუ მთავარ საქმიანობად ქცევა, გარკვეულწილად, შემაშფოთებელ, არასერიოზულ და განათლების, კარიერული წინსვლის შემაფერხებელ ფაქტორებად მიიჩნევა.

 

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ქართულ საზოგადოებაში საკუთარ თავზე ფოკუსირება, საკუთარი სურვილების ასრულება თუ საკუთარი ინტერესებით მოქმედება, გარკვეულწილად, ეგოცენტრულობად და უარყოფით ქცევად აღიქმება.

 

რეალურად კი, ციფრული ტექნიკა ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილია და გვაძლევს შესაძლებლობას, საკუთარ ინტერესებს მეტი გასაქანი მივცეთ, ინდივიდუალიზმი გამოვხატოთ, ახალი გატაცება აღმოვაჩინოთ, საკუთარი თავი და შესაძლებლობები გამოვცადოთ, მეტ წარმატებას მივაღწიოთ და თუნდაც, სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნიკა სწორად — ჩვენს სასიკეთოდ.

 

სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს Apple-ის ოფიციალური ავტორიზებული პარტნიორის — iTechnics-ის ახალი კამპანია, რომელიც საზოგადოებისგან თავს მოხვეულ სტერეოტიპებს წარმოაჩენს და ქართულ რეალობაში არსებულ მაგალითებს — იმ ადამიანების ისტორიებს უპირისპირებს, რომლებმაც შეძლეს და შეეწინააღმდეგნენ სტატუს ქვოს — ტექნიკის გამოყენებით, შეცვალეს ცხოვრება და წარმოაჩინეს შესაძლებლობები; იპოვეს საკუთარი თავი, მოიპოვეს აღიარება და ცხოვრებისგან საუკეთესო გამოცდილება მიიღეს.

 

შთამაგონებელ ვიდეოში სხვადასხვა სფეროს 6 წარმომადგენელი მონაწილეობს, რომელთა ცხოვრებაში, საქმიანობასა და წარმატებაში, Apple-ის ტექნიკის როლი ძალიან მნიშვნელოვანია — ფოტოგრაფი მარიამ სიჭინავა, ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე (Halfie), ანტრეპრენერი ლევან გიორგაძე, გრაფიკული დიზაინერი ანუკი კონიაშვილი, ილუსტრატორი ბაიკო ფირცხალაიშვილი და შეფ-მზარეული დიმიტრი რჩეულიშვილი.

 

 

 ,,ჩვენს კამპანიას კოლაბორაციული ხასიათი აქვს — პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროდან წარმატებულ ადამიანებს წარმოვაჩენთ და უფრო ფართო   საზოგადოებას ვაცნობთ. ჩვენი თითოეული ამბასადორი, ცხოვრების სხვადასხვა   ეტაპზე, საზოგადოებისგან გარკვეულ სტერეოტიპებს გადააწყდა. ზოგ შემთხვევაში,   მათი, ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებული საქმიანობა არასერიოზულად მიიჩნიეს;   ზოგიერთმა კარიერული მიმართულება რადიკალურად შეიცვალა და ახალ, ციფრულ     პროფესიას დაეუფლა, რაც გარშემომყოფებმა უარყოფითად აღიქვეს. თუმცა, ყველაზე   მთავარი ისაა, რომ ეს ადამიანები ამის გამო არ შეჩერებულან და შესაბამისი ტექნიკის თანხლებით, მიზნისკენ სვლა განაგრძეს. ჩვენ კი, მათთან ერთად, ადამიანების მოტივატორის როლს ვითავსებთ და გვინდა, რეალური წარმატების ისტორიების წარმოჩენით, მხარდაჭერითა და ისტორიების გაზიარებით, ტექნიკის სასიკეთო გამოყენებისკენ და საკუთარი თავის უკეთ აღმოჩენისკენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუბიძგოთ — სწორედ ამას ემსახურება ვიდეოს მთავარი გზავნილიც: „აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები” და ჩვენი ბრენდის ახალი განაცხადი: „iTechnics — უკეთესი გამოცდილებისთვის”. – ნანა ფრიდონაშვილი, მარკეტინგის მენეჯერი

 

 

კამპანიის გზავნილის მასშტაბურად გასავრცელებლად და ტექნიკის სასიკეთო როლის წარმოსაჩენად, iTechnics-ის ფილიალები ბრენდის ამბასადორების ნამუშევრებით გადაიბრენდა — iPhone-ით გადაღებული ფოტოებით, iMac-ზე, Macbook-სა და iPad-ზე შესრულებული ილუსტრაციებით თუ გრაფიკული დიზაინის ნამუშევრებით.

 

 

,,ვფიქრობთ, კამპანიის ერთ-ერთი ხიბლი მისი რეალისტურობაა — ვიდეოში თითოეული ამბასადორის შესახებ გაჟღერებული სტერეოტიპები არა უბრალოდ სცენარის ნაწილი, არამედ, რეალური ფრაზებია, რომლებიც თითოეულმა მათგანმა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, გარშემომყოფებისგან მოისმინა. და რა თქმა უნდა, თითოეული ამბასადორი, რეალურ ცხოვრებაშიც, პროფესიული თუ პირადი მიზნებისთვის Apple-ის ტექნიკას იყენებს. ფილიალებშიც, სტანდარტული სარეკლამო მესიჯების თუ ვიზუალების ნაცვლად, სწორედ მათ მიერ, Apple-ის გამოყენებით შექმნილ — რეალურ ნამუშევრებს წარმოვაჩენთ, რაც ვფიქრობთ, კამპანიის სათქმელს, ყველაზე უკეთ გამოხატავს”. ნანა ფრიდონაშვილი, მარკეტინგის მენეჯერი

 

 

სივრცის ნამუშევრებისთვის დათმობასთან ერთად, iTechnics-ის ფილიალებში კიდევ ერთი საინტერესო სიახლე დაინერგა — ბრენდმა კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობები სრულად გადაიაზრა და ფილიალებს უკეთესი გამოცდილების ასისტენტების მომსახურება დაამატა — სერვისი, რომლის ფარგლებშიც, კონსულტანტი მომხმარებელს პროდუქტის არა მხოლოდ ტექნიკურ მახასიათებლებს, არამედ, მომხმარებლის ინტერესების, პროფესიის, თუ საჭიროებების მიხედვით, ტექნიკის გამოყენების საინტერესო რჩევებს თუ ხრიკებს გაუზიარებს. ამავდროულად, შეიქმნა სპეციალური ბროშურები ინტერესების, პროფესიების, საჭიროებების მიხედვით, რომლებსაც მომხმარებელი მისთვის შესაფერისი შინაარსის მიხედვით აირჩევს და გაეცნობა.

 

 

,,გვჯერა, რომ ტექნიკა და ტექნოლოგიური განვითარება უშრეტი შესაძლებლობებია, რომლებსაც ჩვენ – ადამიანები განვაგებთ. სინამდვილეში, ჩვენ ვმართავთ ტექნიკას ისე, როგორც გვინდა – ტექნიკა გვაძლევს შესაძლებლობას, გაჯეტები არა მხოლოდ დროის გასაყვანად, საკომუნიკაციო ან გასართობი გამოყენებისთვის, არამედ, ჩვენივე, თუ საზოგადო სიკეთისთვის ერთგვარ ბერკეტად გამოვიყენოთ. Apple-ის იდეაც ხომ ესაა – დღეს ადამიანები ხშირად ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე, თუმცა ამ ყველაფერს, მარტივად და ყოფითად, ყოველდღიურობის და რეალური ცხოვრების ჭრილში, ნაკლებად განვიხილავთ; Apple-ის პროდუქტი კი, რომელსაც უმეტესად პროდუქტად აღვიქვამთ, რეალურად, სულაც არ არის პროდუქტი – Apple გამოცდილებაა, რომელიც ცხოვრებას გვიადვილებს და გვიუმჯობესებს, გვზრდის და შთაგვაგონებს.

გვეხმარება უკეთესად ვისწავლოთ, განვვითარდეთ, გავერთოთ და ვიურთიერთოთ. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ბრენდის ახალი განაცხადი და სერვისი — უკეთესი გამოცდილების ასისტენტების მომსახურება. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ არა პროდუქტზე, არამედ, იმ სიკეთეებზე, რაც შეიძლება მისგან მივიღოთ. ეს კამპანია და ჩვენი კონსულტანტების ფუნქციის გადააზრება კი, ჩვენი ახალი, ვერბალური განაცხადის (iTechnics — უკეთესი გამოცდილებისთვის) პირველი ქმედითი გამოხატულებაა. ამავდროულად კი პირობა, რომ მუდმივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენთან შეძენილი ტექნიკისგან მომხმარებელმა ყოველთვის უკეთესი გამოცდილება მიიღოს”.პავლე გაბრიჭიძე, კრეატიული დირექტორი