Airpods Pro 2 – 7 ძირითადი მახასიათებელი

Apple დიდი ხანია გვანებირვრებს Airpods სხვადასხვა მოდელებით. წელს კი შემოგვთავაზა ბევრად უფრო მაღალი ჟღერადობისა და ბევრი საინტერესო ფუნქციით გამორჩეული AirPods Pro 2.

 

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ 7 ძირითად მახასიათებელს, რომელსაც გვთავაზობს უახლესი AirPods Pro 2.

 

 

აქტიური ხმაურის გაუქმება

 

პირველი თაობის AirPods Pro-ში დანერგილი ფუნქციის საფუძველზე ახალი AirPods Pro აღჭურვილია 2-ჯერ უკეთესი აქტიური ხმაურის გაუქმებით. ხმაურის დამწევი მიკროფონები და უკანა ვენტილაცია ოპტიმალურად არის განთავსებული, რათა სწრაფად აღმოაჩინონ შემომავალი ხმა.

 

ადაპტური გამჭვირვალობა იყენებს H2-ის ძალას რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ხმამაღალი ხმების ინტენსივობა და კომფორტულად უსმინოთ მუსიკას. იგი ხმაურს ამცირებს 48, 000 წამში.

 

 

გაუმჯობესებული ხმის ხარისხი და უფრო მდიდარი ბასი

 

ახალ AirPods Pro-ს აქვს მორგებული დრაივერი და გამაძლიერებელი, რომელიც მუშაობს H2 ჩიპთან, რათა უზრუნველყოს ხმის დაბალი დამახინჯება. აქვს საკმაოდ ღრმა ბასი, მკვეთრი და მკაფიო მაღალი ნოტები მუსიკისა და ვიდეოებისთვის.

 

H2 ჩიპი ასევე ამუშავებს ახალ ალგორითმს, რომელიც ხმას რეალურ დროში უფრო სწრაფად გადმოსცემს.

 

 

ადაპტური გამჭვირვალობის რეჟიმი

 

ხმაურის აქტიური გაუქმების პარალელურად AirPods Pro-ს აქვს გამჭვირვალობის რეჟიმი, რომელიც იყენებს გარე მიკროფონებს, რათა მოისმინოთ თქვენს გარშემო არსებული ხმა. მეორე თაობის AirPods Pro აგრძელებს ამას ადაპტური გამჭვირვალობის რეჟიმით, რომელსაც შეუძლია შეამციროს ხმამაღალი ხმები, როგორიცაა სირენა და ელექტრული ხელსაწყოები.

 

 

უკეთესი მორგება

 

ახალ AirPods Pro-ს მოყვება 4 ზომის ყურის ბალიში, რათა ბევრად უკეთესი და კომფორტული გახადოს მორგება.

 

ეს საშუალებას მისცემს ყურსასმენებს პასიურად დაბლოკოს ზედმეტი ხმაური, ირიბად გაზარდოს ANC შესრულება და ხმის ხარისხი. უკეთესი მორგება ასევე დაგეხმარებათ საუბრისას უკეთ მოსმენაში.

 

 

შეხების კონტროლი

 

ახალ AirPods Pro 2-ში ვხვდებით სენსორულ კონტროლს, რომელიც საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ხმა, ყურსასმენის ღეროზე მსუბუქი შეხებით, სატელეფონო ზარის მისაღებად ან მუსიკის დაკვირის გასაკონტროლებლად.

 

Apple-მა ასევე გააუმჯობესა კანის ამოცნობის სენსორი, ელემენტის ხანგრძლივობისა და საიმედო მუშაობისთვის რითაც ყურსასმენი უფრო ზუსტად ამოიცნობს, როდის უნდა დაიწყოს ან შეაჩეროს მუსიკის დაკვრა. ასევე ხელს შეუშლის AirPods-ის შემთხვევით გააქტიურებას ჩანთაში ან ჯიბეში.

 

 

განახლებული ქეისი Find My მხარდაჭერით

 

მეორე თაობის AirPods Pro-ს ახალი დამტენი ქეისი არის მტვრისა და წყლის მიმართ მდგრადი, ისევე როგორც ყურსასმენები.

დამატებითი მოხერხებულობისთვის აქვს სამაგრი მარყუჟი.

 

ახალი დამტენის ქეისის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გახლავთ Find My ინტეგრაცია და ჩაშენებული დინამიკი. თუ თქვენ გაქვთ iPhone U1 ჩიპით შეძლებთ გამოიყენოთ „Precision Finding“ ფუნქცია Find My აპში, რათა მიიღოთ ყურსასმენის ზუსტი მდებარეობა. ჩაშენებული დინამიკი გამოსცემს ხმამაღალ ტონს რათა სწრაფად იპოვნოთ მოწყობილობა.

 

 

გაუმჯობესებული ელემენტის ხანგრძლივობა

 

მეორე თაობის AirPods Pro-ს ერთი დამუხტვით აქვს 6 საათამდე მოსმენის დრო აქტიური ხმაურის გაუქმებით, ხოლო ახალი MagSafe Charging Case-ის საშალებით შეძლებთ მიიღოთ 30 საათამდე მოსმენა აქტიური ხმაურის გაუქმებით.  

 

ამის გარდა, ახალი AirPods Pro-ის დამუხტვა ბევრად უფრო მოსახერხებელია. MagSafe თან ერთად შეძლებთ გამოიყენოთ Apple Watch-ის Magnetic puck ან მესამე მხარის Qi-ს სერთიფიცირებული დამტენი.

 

 

Apple-ის ოფიციალური პროდუქცია შეგიძლიათ იყიდოთ iTechnics-ში.