Apple Fitness+

წარმოგიდგენთ Apple Fitness+ ყველასათვის სასურველ აპლიკაციას, სადაც ყველაფერია თქვენი საჭიროებისთვის. გამოიწერეთ და მიიღეთ წვდომა ათასობით ვიდეო და აუდიო ვარჯიშზე – ყველაფერი HIIT-დან იოგამდე. ფიტნეს აპით სარგებლობას შეძლებთ iPhone-ზე, iPad-ზე, Apple Watch-ზე და Apple TV-ზე.

 

ვარჯიშები და მედიტაციები, რომლებიც მხოლოდ თქვენთვისაა. აირჩიეთ ვარჯიშის 12 განსხვავებული ტიპი, მედიტაციები კონკრეტული თემებით, როგორიცაა სიმშვიდე და ძილი, აუდიო მართვადი სიარული და სირბილი – თითოეულს აქვს სრულყოფილი მუსიკალური სია.

 

 

აპლიკაცია მუდმივად გაწვდით უამრავ სიახლეს და საშუალებას გაძლევთ იყოთ მოტივირებული და აქტიური. მნიშვნელობა არ აქვს დამწყები მოვარჯიშე ხართ თუ გამოცდილი, ის გეხმარებათ თქვენთვის სასურველი მიზნის მიღწევაში, ასევე გთავაზბთ ვარჯიშს ყველა დონისა და ტიპისთვის.

 

 

Fitness+-ს აქვს 4K Ultra HD ფიტნესისა და ველნესი კონტენტის უდიდესი ბიბლიოთეკა მსოფლიოში, რომელსაც ყოველ კვირას ემატება ახალი ვარჯიშები 5-დან 45 წუთამდე.

 

 

iPhone-ით შეგიძლიათ გამოიწეროთ და მიიღოთ წვდომა 3000-ზე მეტ ვარჯიშსა და მედიტაციაზე. იყავით მოტივირებული ეკრანზე ქოუჩინგის, ტაიმერებისა და ტრენერების დახმარებით ვარჯიშის დროს.  თვალყური ადევნეთ ყოველდღიურ ფიტნეს მიზნებს თქვენი Move ბეჭდით.

 

 

Apple Watch-ით იხილავთ პერსონალიზებულ მეტრიკას ეკრანზე, როგორიცაა გულისცემა, გადაღლა და სხვა აქტივობები. გამოსცადე აუდიო მართვადი სიარულის, სირბილისა და მედიტაციების თავისუფლება მხოლოდ თქვენი საათისა და Bluetooth ყურსასმენებით.

 

 

Fitness+ ტრენერები თქვენზე არიან მორგებულები და ქმნიან თქვენთვის სასურველ ვარჯიშებს, იმისათვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. ასევე, მუშაობენ Apple Music-ის ექსპერტებთან საუკეთესო მუსიკის შესაქმნელად, რაც, აგიმაღლებთ მოტივაციას, რათა უფრო ხალისიანი იყოს თქვენი აქტივობა.

 

 

Apple Fitness+ თავსებადია iPhone-ით iOS 16.1 ან უფრო ახალი ვერსიით, Apple Watch-ით watchOS 7.2 ან უფრო ახალი ვერსიით

ასევე შეგიძლიათ წვდომა Apple Fitness+-ზე თქვენი Apple TV-დან tvOS 14.3-სა და iPad-ით iPadOS 14.3 ან უფრო ახალი ვერსიით.