Apple Watch საკმაოდ პოპულარული აქსესუარია, რომელიც გვეხმარება ვიყოთ აქტიურები, დავრჩეთ კავშირში და ვაკონტროლოთ ჩვენი გეგმები.
ასევე, Apple Watch ღირებული ინსტრუმენტია მედიცინის სფეროში. სამედიცინო სპეციალისტებს მისი გამოყენება საკმაოდ მრავალფეროვანი გზებით შეუძლიათ, როგორიცაა პაციენტების მონიტორინგისა და პერსონალური მოვლისთვის. მოწინავე სენსორებითა და ჯანმრთელობის თვალყურის დევნებით, Apple Watch-ს აქვს პოტენციალი, მოახდინოს რევოლუცია ჯანდაცვის მიმართულებით.
1. პაციენტის მონაცემებზე მარტივი წვდომა
Apple Watch საშუალებას აძლევს ექიმებს სწრაფად და მარტივად მიიღონ პაციენტის მონაცემებზე წვდომა, ტელეფონის ან ნოუთბუქის დახმარების გარეშე.
2. გაუმჯობესებული კომუნიკაცია
ექიმებს შეუძლიათ გამოიყენონ Apple Watch რეალურ დროში პაციენტებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისთვის, რაც ამარტივებს სამუშაო პროცესს. ასევე პაციენტის ჩანაწერებზე წვდომისათვის და შეტყობინებების გაგზავნისთვის.
3. ეფექტურობის გაზრდა
მისი გამოყენება შესაძლებელია პაციენტის სასიცოცხლო ნიშნების და ჯანმრთელობის სხვა მეტრიკის მონიტორინგისთვის, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, სწრაფი და ეკეთესი მკურნალობა გაუწიონ მათ. ასევე მიიღონ პაციენტის ჩანაწერები, შეუკვეთონ ტესტები და გაგზავნონ შეტყობინებები, რაც დაზოგავს დროს და გააუმჯობესებს ეფექტურობას.
4. გაუმჯობესებული სიზუსტე
Apple Watch-ის ჯანმრთელობის ფუნქციები დაგეხმარებათ პაციენტის გულისცემის, არტერიული წნევისა და სხვა სასიცოცხლო ნიშნების ზუსტად გასაზომად.
5. დისტანციური მონიტორინგი
გამოიყენეთ იგი პაციენტის ჯანმრთელობის დისტანციურად მონიტორინგის მიზნით, რითაც დროულად და ეფექტურად იზრუნებთ პაციენტებზე.
6. უსაფრთხოების გაუმჯობესება
Apple Watch-ით შეძლებთ მოახდინოთ სწრაფი კომუნიკაცია პაციენტებთან, გადაუდებელი სამედიცინო დამხარებისას, რაც სწრაფ და სათანადო რეაგირების საშუალებას მოგცემთ.
7. პაციენტის ჩართულობის გაუმჯობესება
კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია რასაც Apple Watch გთავაზობთ არის ის, რომ პაციენტებს შეახსენოს მიიღონ მედიკამენტები, ივარჯიშონ და დაიცვან ჯანმრტელობასთან დაკავშირებული სხვა ინსტრუქციები.