Apple Watch აერთიანებს ყველა ისეთ საჭირო აპლიკაციას, რომელიც მას ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების საუკეთესო მეგზურად აქცევს. Მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან საათს შეუძლია დაგვეხმაროს გულის ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციაში, ძილის რეჟიმისა და ფიზიკური აქტივობების დაკვირვება/გაუმჯობესებაში და სხვა.
გიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ არის ეს პატარა მაჯის ჭკვიანი საათი იდეალური ასისტენტი ჯანსაღი ჩვევების დასანერგად:
თვალყურს ადევნებს ფიზიკურ აქტივობებს
რამდენი ნაბიჯი გადადგი დღის განმავლობაში? დღის რომელ მონაკვეთში იყავი ყველაზე აქტიური და Რამდენი კალორია დაწვი? დაგვეთანხმები, ეს ერთგვარი წაახალისებაა მომხმარებელმა მეტი ძალისხმევა ჩადოს და შედეგები გააუმჯობესოს.
ჩაშენებული GPS და გულისცემის მონიტორინგით, Apple Watch ზედმიწევდნით აკვირდება სხვადასხვა ვარჯიშს, როგორიცაა სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა და ა.შ. ვარჯიშისას, რეალურ დროში ზომავს მონაცემებს, ინახავს და შემდეგ დეტალურად აჯამებს შედგებს.
Მონიტორინგს უწევს გულისცემას
Apple Watch შენს გულისცემას მთელი დღის განმავლობაში აკონტროლებს. მას შეუძლია გაგაფრთხილოს მაღალი ან დაბალი გულისცემის შესახებ, რაც პოტენციურად მიუთითებს ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომელიც საჭიროებს ყურადღებას. ეს ფუნქცია პაციენტსა და ექიმს ეხმარება მდგომარეობის დროულ იდენტიფიცირებაში და შემდგომი გამოკვლევების დაგეგმვაში.
ელექტროკარდიოგრაფია და სისხლის ჟანგბადის მონიტორინგი
Apple Watch-ის ეს განახლებული ფუნქციები იძლევა დამატებით ინფორმაციას გულის ჯანმრთელობისა და საერთო მდგომარეობის შესახებ. მონაცემები სიმპტომებთან ერთად Health აპლიკაციაში ინახება და პირად ექიმთან გასაზიარებლად მათი ჩამოტვირთვა PDF ფორმატით არის შესაძლებელი.
თუ კი ისეთ სიმპტომებს ჩაწერ, რომელიც სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს, Apple Watch სასწრაფოდ მოგთხოვს გამოიძახო სასწრაფო დახმარება.
იცის, როგორ გძინავს
WatchOS 7-ის დანერგვით, Apple Watch უკვე ძილის თვალყურის დევნების შესაძლებლობებსაც გაძლევს. აკონტროლებს ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს, რაც ნამდვილად ღირებული ინფორმაციაა ყოველდღიური ჯანსაღი ჩვევების დასანერგად.
ინტეგრირებულია Health აპლიკაცია
Apple Watch-ის მიერ შეგროვებული ჯანმრთელობისა და ფიტნესის ყველა მონაცემი ფიქსირდება Health აპლიკაციაში, ყველა iOS მოწყობილობებზე. ეს საშუალებას გაძლევს შეაფასო აქტივობები და სურვილის შემთხვევაში გაუზიარო მონაცემები პირად ექიმებს.
Მრავალფეროვანი აპლიკაციების მხარდაჭერა
Apple Watch აერთიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიტნეს აპლიკაციების ფართო სპექტრს. ეს აპლიკაციები გვთავაზობს სპეციალიზებულ ვარჯიშებს, კვებაზე დაკვირვების პროგრამებს, მედიტაციის გაკვეთილებსა და ა.შ.
დაცემის ამოცნობა და გადაუდებელი SOS დახმარება
უსაფრთხოებისთვის, Apple Watch გვთავაზობს ფუნქციებს, როგორიცაა დაცემის ამოცნობა და გადაუდებელი დახმარების გამოძახება. თუ ჭკვიანი საათი ძლიერ დაცემას დააფიქსირებს, მას შეუძლია ავტომატურად განახორციელოს ზარი სასწრაფო დახმარების სამსახურებთან და შეატყობინოს თქვენი მდებარეობის შესახებ.
თამამად შეგვიძლია ვთქვთ, რომ Apple Watch მრავალმხრივი ინსტრუმენტია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის და ადამიანებს სთავაზობს ყველა საჭირო ფუნქციას, იყოს მუდმივად ფიზიკურად აქტიური, იზრუნოს საკუთარ თავზე და მიიღოს დროული გადაწყვეტილებები სხვადასხვა პრობლემის აღმოსაფხვრელად.