Apple Watch თავისი ინოვაციური შესაძლებლობებით გეხმარებათ სწავლის პროცესი ბევრად პროდუქტიული და დროში მორგებული გახადოს. დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ Apple Watch-ის 5 საინტერესო ფუნქციას, რაც სტუდენტებს აუცილებლად გამოგადგებათ.
Voice Memos ლექციების ჩასაწერად.
Voice Memos აპლიკაციის საშუალებით მყისიერად ჩაიწერთ აზრებს და იდეებს, რომლებიც მოულოდნელად გაგახსენდებათ. აპლიკაციის დახმარებით ასევე შეგიძლიათ ლექციების ჩაწერა: აუდიოჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება iPhone-ზე, Mac-ზე ან iPad-ზე.
Photos აპლიკაცია
Apple Watch საშუალებას გაძლევთ iPhone-ის გაალერეაში არსებული ნებისმიერი ფოტოს გახსნათ იქნება ეს კონსპექტის ფოტო, ვეგვერდისა თუ ეკრანის სქრიშოთი, დასკანერებული დოკუმენტი და სხვა. იმისათვის, რათა ფოტო აისახოს საათის Photos აპში, საჭიროა მისი iPhone ფოტო აპლიკაციის Favorites ალბომში დამატება.
Sleep აპლიკაცია ძილის კონტროლისათვის
ძილის კონტროლი პირდაპირ გაუმჯობესებულ ძილს არ ნიშნავს. საათი მუდმივი მონიტორინგის საშუალებით, გეხმარებათ ძილის მავნე ჩვევების გამოვლენასა და მათ შეცვლაში. Sleep აპი ასახავს თუ საშუალოდ რამდენი ხანს გეძინათ და რამდენჯერ გაიღვიძეთ ღამით. ამ მაჩვენებლების გაანალიზებით შეგიძლიათ იმ ჩვევების შეცვლა, რაც იწვევს ძილის ნაკლებობას. მაგალითად, დააყენეთ Focus რეჟიმი ისე, რომ ძილის პროცესში iPhone და Apple Watch-მა შეტყობინებებით არ გამოგაღვიძოთ.
საუკეთესო დროის მენეჯმენტი
Apple Watch დაგეხმარებათ დროის ეფექტურად მართვაში. ის უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას მიმდინარე დროზე, მაღვიძარაზე, ტაიმერზე, შეხსენებებზე. ასევე სტუდენტებს შეუძლიათ შეწმნან მნიშვნელოვანი შეხსენებები დავალებებისა და სხვა ინფორმაციის შესახსენებლად. იყვნენ ორგანიზებულები და პუნქტუალურები.
ჯანმრთელობისა და ფიტნეს თვალყურის დევნება
Apple Watch გთავაზობთ ჯანმრთელობისა და ფიტნეს თვალყურისდევნის სხვადასხვა მახასიათებლებს, რომელთა საშუალებითაც სტუდენტებს შეუძლიათ სარგებლობა. მას შეუძლია გულისცემის მონიტორინგი, თვალყურის დევნება, ნაბიჯების დათვლა და საქმიანობის რგოლების შექმნა, რათა მუდამ იყოთ აქტიურები. რეგულარული მოძრაობის შეხსენებები და სუნთქვის ვარჯიშები ხელს შეუწყობს სტრესის შემცირებას და საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებას.