Apple-მა პრეზენტაციაზე წარმოგვიდგინა Apple Watch Ultra რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ფუნქციებით.
აქვს ძლიერი ტიტანის კორპუსი, ორჯერ უფრო კაშკაშა ეკრანი, ზუსტი ორმაგი სიხშირის GPS, 36 საათამდე ელემენტის გამძლეობა, აღჭურვილია Cellular სისტემითა და სამი სპეციალიზირებული სამაჯურით, რომლებიც შექმნილია სპორტსმენებისთვის, მოცურავეებისთვის და ექსტრემალებისთვის.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ Apple Wath Ultra-ს მნიშვნელოვან ფუნქციებს, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
ღამის რეჟიმი
Apple Watch Ultra-ს აქვს ღამის რეჟიმი, რომელიც Wayfinder სახის გამოყენებისას ინტერფეისს ფერს წითლად უცვლის და აშორებს თვალისთვის დამღლელ ლურჯ ნათებას ეკრანიდან, რათა უკეთესი გახადოს ხილვადობა და შეამსუბუქოს თვალის დაძაბვა სიბნელეში.
გადაუდებელი სირენა
თუ დაიკარგებით ან აღმოჩნდებით სახიფათო სიტუაციაში Action ღილაკზე ხელის დაჭერით გააქტიურდება სირენა, რომელიც დახმარების სიგნალის გასავრცელებლად გამოსცემს 86 დეციბელი სიმძლავრის ხმას და ისმის 600 ფუტის, ანუ 180 მეტრის მანძილზე.
სიღრმის საზომი
Apple Watch Ultra-ს აქვს ახალი სიღრმის საზომი, რომელიც აწვდის მონაცემებს და ფუნქციონირებას. იგი უზრუნველყოფს წყალქვეშა სიღრმის გაზომვას რეალურ დროში 40 მეტრამდე, წყლის ტემპერატურის მაჩვენებლებთან ერთად
მუშაობა ექსტრემალურ სიტუაციაში
საათს შეუძლია მოერგოს ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებსა და ტემპერატურას.
-20°C-დან 55°C-მდე შეუძლია გაუძლოს ცივ მთის მწვერვალებს ან უდაბნოს მზარდ სიცხეს.
განახლებული GPS სისტემა
Apple Watch Ultra-ს აქვს ახალი ზუსტი ორმაგი სიხშირის GPS სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საოცარ სიზუსტეს ყველაზე რთულ ადგილებში. შექმნილია ექსტრემალური გარემოსთვის, რომელსაც შეუძლია წაგიყვანოთ ყველგან და დაგეხმაროთ სახლში მისვლაში.
განახლებული Workout აპლიკაცია
Workout აპლიკაცია არის განახლებული. მისი ახალი განზომილება მოგცემთ ყველა ინფორმაციას, რომელიც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგის მისაღებად.
განახლებულია გულისცემის ზონებიც და შეძლებთ სწრაფად ნახოთ თქვენი ინტენსივობის დონე. სავარჯიშო ზონები ავტომატურად გამოითვლება და პერსონალიზდება თქვენი ჯანმრთელობის მონაცემების გამოყენებით, ან შექმნათ ისინი ხელით.
შეგიძლიათ დაამატოთ ნაბიჯის სიგრძე, ადგილზე კონტაქტის დრო და ვერტიკალური რხევა პარამეტრებში, რათა გაიგოთ რამდენად ეფექტურად ირბენთ.
Workout ამოიცნობს, როდესაც მიდიხართ ტრასაზე და იყენებს Apple Maps-ის მონაცემებს და GPS-ს, რათა უზრუნველყოს ყველაზე ზუსტი ტემპი, მანძილი და მარშრუტის რუკა.
ზემოთ აღნიშნული მოდელის და სხვა ნებისმიერი Apple Watch-ის ყიდვა შესაძლებელია iTechnics-ში, რომელიც ეფლის ავტორიზებული რესელერია საქართველოში.