How is the 8th generation iPad (2020) different from the 7th generation iPad (2019)

Apple-ის 15 სექტემბრის ღონისძიებაზე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი პროდუქტი, მე-8 თაობის დაბალბიუჯეტური iPad-ი იყო.

მოდი ვნახოთ განსხვავებები:

 

1. დიზაინი და ზომები

წინა წლისა და ახალი iPad-ის ზომები ზუსტად ერთი და იგივეა. წონის სხვაობა მხოლოდ 7 გრამია. შარშანდელი მოდელი 7 გრამით ნაკლებია.

 

ეკრანის ზომაც და ხარისხიც იგივეა — 10,2 ინჩი, სქელი ჩარჩოებით.

 

2. პროცესორი

ტრადიციულად, ახალმა iPad-მა მიიღო ახალი პროცესორი – iPad 8 აღჭურვულია A12 Bionic ჩიპით. წინა თაობაში წარმოდგენილი იყო ნაკლებად მძლავრი A10 Fusion პროცესორი.

ახალი პროცესორის ხარჯზე, ახალი iPad-ი 25-30%-ით უფრო მძლავრი უნდა გახდეს. ასევე, მიუხედავად იმისა რომ ორივე iPad-ი ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგად იმუშვებს, ახალი iPad-ი მინიმუმ 5 წლის განმავლობაში მოწინავე ადგილზე იქნება, ხოლო წინა წლის მოდელი, ახალი iPadOS-ით 1-2 წელიწადშივე დაიწყებს „დახრჩობას“.

 

3. კამერა

ვიცით რომ კამერა iPad-ში ერთ-ერთი უმნიშვნელო რამ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ iPad-ის კამერა მე-6 თაობაშიც კი იგივე იყო, რაც ახლა არის — 8 მეგაპიქსელიანი ƒ / 2.4 მატრიცით.

ასევე არ შეცვლილა წინა კამერა — FaceTime HD 1,2

 

4. სხვა მახასიათებლები

ძირითად ღილაკში კვლავ გამოიყენება მოძველებული Touch ID, რომელიც 5S-ში იყო გამოყენებული. უფრო სწრაფი სესნორი გამოყენებულია iPhone 6S-ში iPad mini 2-ში, iPad mini 4-ში, თუმცა Apple-ი ბიუჯეტურ iPad-ში კვლავ პირველი თაობის სკანერს იყენებს.

 

5. ფასი

ამ ყველაფრის ფონზე, ფასი მისაღებია. როგორც წინა თაობის iPad-ი, მისი ფასიც 329 დოლარია. (ბაზისური მოდელი) მოცულობა 32GB.