iTechnics მხარს უჭერს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და ცდილობს მუდმივად დანერგოს სიახლეები ამ მიმართულებით, სწორედ ამიტომ დავამატეთ კრიპტო ვალუტით გადახდის შესაძლებლობა.
კრიპტოვალუტის გადასახადების შემოღებით, ვუერთდებით მზარდ ტენდენციას და გთავაზობთ სამყაროს ახალ შესაძლებლობას ციფრულ ტრანზაქციაში, რაც უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას. ასევე, მოსახერხებელი და ეფექტური გადახდის გამოცდილებას.
აიტექნიკსის ფილიალებში თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ ისეთი კრიპტო ვალუტებით როგორებიცაა, bitcoin (BTC) litecoin (LTC), dash (DASH), z cash (ZEC), bitcoincash (BCH), USDT (TRC-20), (TETHER).
კრიპტოვალუტით გადახდისას თქვენი ტრანზაქცია დადასტურდება წუთებში, რაც საშუალებას მოგცემთ შეუფერხებლად მიიღოთ უმოკლეს დროში სასურველი პროდუქტი.
Crypto სცდება საზღვრებსა და საშუალებას გაძლევთ გლობალურად მოახდინოთ ტრანზაქცია. შეგიძლიათ განახორციელოთ შესყიდვები და ტრანზაქციები მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. ტრადიციულ საბანკო სისტემებს აქვთ შეზღუდვები, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო ტრანზაქციებს, თუმცა Crypto საშუალებას გაძლევთ ინტერნეტ კავშირის დახმარებით გაგზავნოთ და მიიღოთ თანხები გლობალურად, ვალუტის კონვერტაციის ან სხვა შეზღუდვების გარეშე.
ხშირად გადახდის ტრადიციული მეთოდები მოიცავს შუამავლებს, მაგალითად, ბანკებს ან გადახდის პროცესორებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრანზაქციის დამუშავების შეფერხება. კრიპტო გადახდა აღმოფხვრის შუამავლების საჭიროებას, რითაც უფრო სწრაფად და უშეცდომოდ განახორციელებთ სასურველ ტრანზაქციას.
Crypto გადახდა გთავაზობთ გაძლიერებულ უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, ტრადიციული გადახდის მეთოდებთან შედარებით. კრიპტოვალუტის საშუალებით განხორციელებული ტრანზაქცია დაფუძნებულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე, რაც უზრუნველყოფს კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების მაღალ დონეს, ეს კი ამცირებს თაღლითობის რისკს.
Ასე, რომ თუ თქვენ დროის მანძილზე დააგროვეთ კრიპტოვალუტა შესანიშნავი დროა, რომ გადაცვალოთ ჩვენთან პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად.