განახლებული iOS 16-ის მიმოხილვა

Apple-მა წარმოგვიდგინა ახალი iOS 16 რომელიც ბევრ საინტერესო სიახლეს გვთავაზობს.

 

Lock screen, შეტყობინებები, ცოცხალი აქტივობები

განახლებული Lock screen საშუალებას გვაძლევს თითოეული უნიკალური ფონით, სტილითა და ფერებით შევქმნათ განსხვავებული დიზაინი. ვიჯეტების დახმარებით Lock screen-ზე შესაძლებელია სწრაფად გადავხედოთ მონაცემებს, როგორიცაა ამინდი, კალენდარული მოვლენები, თარიღი, დრო, მაღვიძარა, ელემენტის დონე.

შეტყობინებების ნახვა ახლა უკვე ეკრანის ქვემოდან იქნება შესაძლებელი.

 

ცოცხალი აქტივობები აადვილებს თვალყური ვადევნოთ იმას, რაც ხდება რეალურ დროში ჩაკეტილი ეკრანიდან. შეგვიძლია შევამოწმოთ თამაშის ქულა ან საკვების მიწოდების პროცესი მოწყობილობის განბლოკვის გარეშე.

 

Focus

Focus-ის ახალი გამარტივებული კონფიგურაცია საშუალებას გვაძლევს ავარჩიოთ აპლიკაციები და ადამიანები, საიდანაც გვსურს შეტყობინების მიღება, ხოლო ეს განვათავსოთ Lock screen-ზე. გადაფურცვლით შეგვიძლია შეცვალოთ ფოკუსის რეჟიმებიც.

Photos

ალბომის გაზიარება ახლა ბევრად მარტივი გახდა. შეგვიძლია ავირჩიოთ ადამიანების როადენობა ვისთანაც გვსურს გავაზიაროთ. ასევე შესაძლებელია shared albom-ში ფოტოების დამატების, რედაქტირებისა და წაშლის.

Messages

iOS 16-ში გაუმჯობესებულია ყოველდღიური შეტყობინებები. ახლა უკვე შეგვიძლია მარტივად დავარედაქტიროთ ან გავაუქმოთ გაგზავნილი შეტყობინება. ასევე მოვნიშნოთ იგი წაუკითხავად, თუ ვერ ვახერხებთ იმ მომენტში პასუხს. SharePlay ფუნქციის გააქტიურება შეტყობინებების აპლიკაციიდან არის შესაძლებელი.

Mail

მეილს დაემატა გაუმჯობესებული ფუნქცია, რითაც შეგვიძლია მარტივად გავაუქმოთ გაგზავნილი ელ.წერილი. დავგეგმოთ შეტყობინების გაგზავნის დრო და მივიღოთ შეხსენებები.

Maps

Apple Maps დაემატა ახალი ფუნქცია, რითაც შევძლებთ დავამატოთ სატრანზიტო ბარათები Wallet-ში, შევამოწმოთ და შევავსოთ ბალანსი, ვიხილოთ გადადგილების მთლიანი ღირებულება.

შენობების განახლებული 3D ხედები Apple რუკებში ახლა უფრო დეტალურია. iPhone-ში შეგვიძლია დავგეგმოთ 15-მდე სხვადასხვა მარშრუტის გაჩერება. Maps მარტივად სინქრონიზდება ჩვენს მოწყობილობებში, ასე რომ შესაძლებელია დავგეგმოთ მარშუტი Mac-ზე და გადავაგზავნოთ iPhone-ზე.  

Apple Pay and Wallet

წარმოგიდგენთ Apple Pay Later-ს რომელიც არის ახალი ფუნქცია და საშუალებას იძლევა გადახდა 6 კვირაში განმავლობაში 4 განვადებით განვახორციელოთ, საკომისიოს გარეშე. Wallet აპლიკაციით შევძლებთ გასაღებების შეტყობინებით მიღებას, როგორიცაა Messages, Mail და WhatsApp. ასევე Wallet -ის საშუალებით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ქვითრები და შეკვეთები.

კომპანია ასევე ცდილობს, ფიზიკური საფულის ჩანაცვლებას თავისი ელექტრონული საფულით და მასში ამატებს მომხმარებლის მართვის მოწმობის, ბინის, სასტუმროს ან ოფისის გასაღების ვირტუალური ვერსიების შენახვის და სხვისთვის გადაგზავნის შესაძლებლობას, რომელიც ჯერ მხოლოდ რამდენიმე ქალაქში იმუშავებს.

Home აპლიკაცია

iOS 16-ში Home აპლიკაცია არის განახლებული, რათა კიდევ უფრო ეფექტური და საიმედო იყოს. იგი სრულად გვაწვდის ინფორმაციას სახლის შესახებ. აგრეთვე დამატებული აქვს კატეგორიები როგორიცაა კლიმატის, განათებისა და უსაფრთხოების.

Health and Fitness

Health აპს დამატებული აქვს მედიკამენტების ფუნქცია, რაც გვეხმარება ვაკონტროლოთ მათი მიღება.

Fitness აპის საშუალებით კი  თვალყურს ვადევნებთ ვარჯიშს ახლა უკვე Apple Watch -ის გარეშე.  ხოლო მოძრაობის სენსორების გამოყენებით საშუალება გვეძლევა შევაფასოთ კალორიები, ნაბიჯები და მანძილი.

Family Sharing

Family Sharing აპლიკაციით შესაძლებელია ბავშვების ანგარიშების მართვა, ასაკის შესაბამისად და მივიღოთ ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის შესახებ.