უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

iCard არის უნივერსალური ბარათი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია მიიღო სპეციალური ფასდაკლებები, როგორც ტექნიკაზე, ისე აქსესუარებსა და პროგრამულ მომსახურებაზე, დააგროვო შესაბამისი ქულები და გადაცვალო შენთვის სასურველ პროდუქციაში,  როცა ისურვებ.  

1. რა უპირატესობა აქვს iCard- ? 
iCard არის უნივერსალური ბარათი, რომელსაც აქვს როგორც ფასდაკლების, ისე დაგროვების ფუნქცია. 

2. რამდენ ლარზე რამდენი ქულა გროვდება? 

დაგროვების კოეფიციენტი არის 0.5%. 

3. რომელ პროდუქციაზე არის შესაძლებელი ბარათის გამოყენება

iCard-ის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ნივთსა და მომსახურებაზე. 

4. ყველა ნივთზე ხდება ქულების დაგროვება თუ მხოლოდ გარკვეულ პროდუქციაზე?

ქულების დაგროვება ხდება სრულ ასორტიმენტზე. მთავარია მომხმარებელმა წარმოადგინოს iCard ან iCard-ის უნივერსალური შტრიხკოდი. 

5. არის თუ არა შესაძლებელი მხოლოდ ფასდაკლებით სარგებლობა

რათქმაუნდა, მხოლოდ ფასდაკლების არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს კომპანიისგან დაწესებულ მაქსიმალურ ფასდაკლებას, რომელიც სხვადასხვა პროდუქციაზე არის განსხვავებული. 

6. რა ვადაში არის შესაძლებელი დაგროვილი ქულების განაღდება?

დაგროვილი ქულების განაღდება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუნდაც იმ დღესვე. 

7. არის თუ არა შესაძლებელი iCard-ის გამოყენება ყველა ფილიალში

დიახ, iCard-ის გამოყენება iTechnics-ის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ,როგორც თბილისში, ისე ბათუმში და ქუთაისში.

8. ვრცელდება თუ არა iCard-ით ფასდაკლება უკვე ფასდაკლებულ და აქციაში მყოფ ნივთზე?

ფასდაკლებულ და აქციაში მყოფ ნივთებზე შესაძლებელია მხოლოდ დაგროვება. 

9. შესაძლებელია თუ არა სხვამ ისარგებლოს ბარათით

რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა წარმოადგინოს iCard ან იცოდეს iCard-ის უნივერსალური შტრიხკოდი. 

10. შეუძლია თუ არა არასრულწლოვანს ბარათის აღება და გამოყენება?

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი  iCard 16 წლიდან ზემოთ.

11. რა პროდუქციის მიღება შემიძლია ქულების სანაცვლოდ

ქულების გადაცვლა შესაძლებელია ნებისმიერ სასურველ ნივთში.

12. არასაკმარისი ქულების შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა თანხის დამატება და სასურველი ნივთის შეძენა

რა თქმა უნდა შესაძლებელია, ქულების გასანაღდებლად და სასურველ პროდუქციაში გადასაცვლელად ესტუმრეთ აიტექნიკსის ფილიალებს.

13. ვისზე გაიცემა ბარათი?

iCard გაიცემა ნებისმიერ  მომხმარებელზე, რომელიც გააკეთებს მინიმუმ 500 ლარის შენაძენს და აიტექნიკსის ერთგულ მომხმარებლებზე, რომელნიც უკვე არიან რეგისტრირებულნი კომპანიის ბაზაში. ბარათის გააქტიურებისას, ანუ პირველი შენაძენისას ისარგებლებთ მხოლოდ ფასდაკლებით, ხოლო დაგროვების და ფასდაკლების ფუნქცია ერთდროულად ჩაირთვება მეორე შენაძენის გაკეთებისას. 

პროდუქტი დამატებულია თქვენს კალათაში