iTechnics-ში მოქმედებს უპრეცენდენტო 24 თვიანი გარანტია. პირველი წელი მოქმედებს Apple-ის ოფიციალური და მეორე წელი აიტექნიკსის შიდა გარანტია.
Apple-ის ოფიციალური საგარანტიო მომსახურეობის ფარგლებში, თუ ნივთს შეძენიდან 7 დღის ვადაში დაუდასტურდება ქარხნული წუნი, იცვლება უშუალოდ ტექნიკა ახლით, ხოლო 1 წლის მანძილზე იცვლება მხოლოდ და მხოლოდ წუნდებული ნაწილი და არა სრული კომპლექტაცია. ქარხნული წუნის დადგენასა და დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური და ოფიციალური სერვის ცენტრი საქართველოში, ხოლო iTechnics-ის შიდა 12 თვიანი საგარანტიო პირობების თანახმად, თქვენ იღებთ 20%-დან 40%-მდე ფასდაკლებას თვითმიყენებულ და დაზიანებულ დეტალებზე. საგარანტიო პირობები ვრცლად, შეგიძლიათ იხილოთ და დაადასტუროთ პროდუქციის შეძენისას ან გვესტუმროთ ჩვენს ფილიალებში.
iTechnics-ში შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი ტექნიკა, რომელიც ემსახურება მხოლოდ მომხმარებლის მიერ მიყენებულ დაზიანებას, კერძოდ დასველება, დავარდნა და ა.შ. ერთჯერადად იხდით მხოლოდ ნივთის ღირებულების 6.5% პროცენტს. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება ერთი წლიდან ორ წლამდე.