პერსონალური ინფორმაცია

გაზიარება

წესებზე და პირობებზე თანხმობა

 

წესების და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით კონფიდენციაულობის პოლიტიკას, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.  

 

კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ ექვემდებარება მესამე პირისთვის გადაცემას

(გარდა სატრანსპორტო კომპანიისა, რომელიც მოგაწვდით შეკვეთას და რომელიც აგრეთვე ვალდებულია დაიცვას ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.)

 

კომპანიის პირობა პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე 

 

  • ჩვენ გპირდებით, რომ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

 

თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება ხდება შემდეგი მიზნებისთვის:

 

  • პროდუქციის შეძენა თქვენს მიერ და შეძენილი პროდუქციის მოწოდება კურიერის  მიერ დანიშნულების ადგილას
  • არაპირდაპირი და პირდაპირი რეკლამა
  • ონლაინ განვადება
  • პროდუქციის საგარანტიო მომსახურების მიღება
  • iCard-ით  სარგებლობა

 

რა წყაროებიდან მოვიპოვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას? 

 

  • როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ სერვისების მისაღებად
  • როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის საშუალებით ან უშუალოდ ფილიალში ვიზიტის დროს
  • როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს
  • როცა გვიგზავნით წერილებს, როგორც მატერიალური ისე ელექტრონული ფორმით;

 

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ? 

 

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება, შესაძლოა დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვისა და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის.  

 

ვებგვერდის უსაფრთხოება 

 

ვებ-გვერდი itechnics.ge არის დაცული „უსაფრთხოების სერტიფიკატით“ და მონაცემების გაცვლა ხდება დაშიფრული https არხით. 

მიუხედავად ამისა შეგახსენებთ, ჩვენ არ შეგვიძლია ავიღოთ რაიმე სახის პასუხისმგებლობა ვებ-გვერდზე გაგზავნილ მონაცემებზე მესამე პირების მიერ არასანქცირებულ წვდომაზე ან/და ინფორმაციის დაზიანებაზე;

 

აქვე გაცნობებთ, რომ საიტი არ შეინახავს თქვენი ელექტრონული ბარათების მონაცემებს, რადგან თქვენ ბარათის მონაცემები შეგყავთ MBank-ის გვერდზე, რომელზეც საიტი გადამისამართებთ და რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ელექტრონულ გვერდს. 

 

ჩვენ ვაფასებთ  თქვენს ნდობას, რომ თანხმობა განაცხადეთ პერსონალური ინფორმაციის მოწოდებაზე.