უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

iTechnics-ის მთავარი სიძლიერე სწორედ მის გუნდშია. ჩვენ მიგვაჩნია რომ გუნდურობა, ერთიანობა და თანადგომა სწორედ ისაა რაზეც კომპანია უნდა იდგეს. ჩვენი გუნდი ერთი დიდი საერთო ინტერესის Apple-ს გარშემო არის გაერთიანებული და ეს ერთიანობა iTechnics-ის ფილიალში აღმოჩენისთანავე იგრძნობა.

ჩვენს უმთავრეს უპირატესობას პროფესიონალიზმი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ კომპანიადაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და საქმის ერთგული სპეციალისტებით. ისინი ზრუნავენთვითგანვითარებაზე, რაც პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს მომსახურების ხარისხის გაუჯობესებაზე.

iTechnics-ის საკადრო პოლიტიკის მთავარი მიზანია დაასაქმოს მოტივირებული, ნიჭიერიდა პოზიტიური ადამიანები. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული უნარები, ისეპიროვნული ღირებულებები. გვინდა სიამაყით აღვნიშნოთ, რომ წლების წინ ჩვენთან დასაქმებულიახალგაზრდები დღეს წამყვან პოზიციებს იკავებენ სხვადასხვა კომპანიაში და ჩვენი და სხვა არაერთი კომპანიის თითოეული წარმატება მათი დიდი დამსახურებაა.

გახდი iTechnics-ის გუნდის ახალი წევრი

ჩვენ არ ვეძებთ 20 წლის ახალგაზრდებს ოცდახუთწლიანი გამოცდილებით, ან ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულ თანამშრომელს, რომელსაც საგნების ტელეპატიურდ გადაადგილება შეუძლია. ჩვენთვის მთავარია თქვენი ხასიათის ნაწილი იყოს ღიმილი, მეგობრულობა, კომუნიკაბელურობა, არგეშინოდეთ სიახლეების და ფიქრობდეთ, რომ ტექნიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში.

„აიტექნიკსში“ გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს.

გადმოგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა iTechnics-ის ელექტრონულ მისამართზე : vacancy@ITechnics.ge

 

პროდუქტი დამატებულია თქვენს კალათაში