iOS 16.5 რა არის ახალი?

Apple-მა ცოტა ხნის წინ წარმოგვიდგინა ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსია, iOS 16.5 რომელიც უკვე ხელმისაწვდომი გახადა დეველოპერებისთვის, სადაც ვხვდებით 2 მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიცაა Apple News-ის პროგრამაში სპორტული ჩანართი და Siri-ის დახმარებით Screen Recording-ის დაწყება.

 

Sports Tab Apple News-ში:

Apple News აპლიკაციაში სპორტის სიახლეების გარდა შეძლებთ იხილოთ თქვენი საყვარელი სპორტული გუნდებისა და ლიგების ქულები, შედეგები.  Apple ახლო მომავალში ამ კონტენტის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავს.

 

 

Screen Recordings via Siri:

ასევე დაემატა პატარა, მაგრამ საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქცია. ახლა უკვე Siri-ს დახმარებით შეძლებთ Screen Recording-ის ჩართვას. მხოლოდ ,,Hey Siri,, თქმით დაიწყებთ და დაასრულებთ Screen Recording-ს. ყოველივე ეს კი გიქმნით აიფონთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებას. 

 

განახლებული iOS ოფიციალურად უკვე მაისში იქნება ხელმისაწვდომი